ლემპირას დეპარტამენტი

ლემპირაჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სალვადორის რესპუბლიკას. 1943 წლამდე ეწოდებოდა გრასიასის დეპარტამენტი, დედაქალაქია გრასიასი.

დეპარტამენტი
ლემპირას დეპარტამენტი
Departamento de Lempira
ქვეყანა ჰონდურასის დროშა ჰონდურასი
ადმ. ცენტრი Gracias
კოორდინატები 14°35′00″ ჩ. გ. 88°35′00″ დ. გ. / 14.58333° ჩ. გ. 88.58333° დ. გ. / 14.58333; -88.58333
დაარსდა 1825
ფართობი 4 290 კმ²
მოსახლეობა 277 910 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-6

კოლონიურ პერიოდში, გრასიასი ესპანელთათვის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი იყო.

ლემპირას ტერიტორიაზე მდებარეობს ჰონდურასის უმაღლესი მწვერვალი სერო-ლას-მინასი. დეპარტამენტს სახელი ეწოდა ადგილობრივი ლენკას ხალხის ბელადის — ლემპირას პატივსაცემად, რომელიც XVI საუკუნის ადრეულ წლებში ესპანელ კონკისტადორებს ებრძოდა. ქალაქ ოპატოროს მახლობლად მოიპოვება ოპალი.

2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 277 910 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 4 290 კმ²-ია.

ლემპირას დეპარტამენტი 28 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება