ლეიდენის ქილა — პირველი ელექტრული კონდენსატორი. მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია რომ „შევინახოთ“ ელექტრული ველი ორ ელექტროდს შორის, რომელნიც მოთავსებულნი არიან ქილაში. ის შედგება ჩვეულებრივი ქილის შიდა და გარე ზედაპირზე დახვეული მეტალის ფოლგებისგან.

ლეიდენის ქილა.

ის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნეს გერმანელმა ევალდ გეორგ ვონ კლეისტმა 1745 წლის 11 ოქტომბერს და ნიდერლანდელმა მეცნიერმა პიტერ ვან მუშენბრუკმა 1745-1746 წლებში, ქალაქ ლეიდენში.[1] სწორედ აქედან მოდის მისი დასახელებაც — ლეიდენის ქილა.

სქოლიო რედაქტირება

  1. Biography, Pieter (Petrus) van Musschenbroek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-26. ციტირების თარიღი: 2009-03-26.