ლევან ჭოლაძე (დ. 9 აპრილი, 1978, თბილისი, საქართველო) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2007-08) და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი (2005).

ლევან ჭოლაძე
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1978
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
საქმიანობა შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში
მეუღლე/ები ელენე ბაზიერაშვილი
შვილ(ებ)ი ვახტანგ ჭოლაძე
ნიკოლოზ ჭოლაძე
ეკატერინე ჭოლაძე
ჯილდოები

"ღირსების მედალი"

"ტყიბულის საპატიო მოქალაქე"

განათლება რედაქტირება

  • 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
  • 2002 წელს გაიარა ნიდერლანდების სამეფო აკადემიის საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი.
  • 2003 წლის ზაფხულში სწავლობდა ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ქ. იორკის წმ. ჯონის სახელობის კოლეჯში.
  • 2003 წელს სწავლობდა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში (ქ. რომი).

სამუშაო გამოცდილება რედაქტირება

  • 1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში.
  • 1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში: საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროს იურისკონსულტად; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს განყოფილების უფროსად; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსად; თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთოებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
  • 2004 წლის თებერვლიდან ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა.

სხვა ცნობები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

წინამორბედი:
ზურაბ სოსელია
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
2007 – 2008
შემდეგი:
ლევან ბეჟაშვილი
წინამორბედი:
გელა ბეჟუაშვილი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
2005 ოქტომბერი-დეკემბერი
შემდეგი:
კონსტანტინე კემულარია