ლევან ურუშაძე

ქართველი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი
ტერმინს „ურუშაძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ურუშაძე.

ლევან ურუშაძე (დ. 7 თებერვალი, 1964, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 21 ოქტომბერი, 2013) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006).[1][2] საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი.[3] 1986 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

ლევან ურუშაძე
დაბ. თარიღი 7 თებერვალი, 1964(1964-02-07)
დაბ. ადგილი თბილისი ან თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 21 ოქტომბერი, 2013(2013-10-21) (49 წლის)
გარდ. ადგილი აღაიანი, შიდა ქართლის მხარე, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მამა ზურაბ ურუშაძე
დედა გურანდა ღვალაძე
ჯილდოები ღირსების ორდენი

1986-1989 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების ასპირანტი; 1989-1995 წლებში ამავე განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1995 წლებში გაზეთის „თავისუფალი საქართველო“ კორესპონდენტი; 1991 წელს რადიო „თავისუფალი საქართველო“-ს პოლიტიკური მიმომხილველი; 1992-1993 წლებში გაზეთის „საქართველოს სამრეკლო“ პასუხისმგებელი მდივანი; 1992-1993 წლებში არალეგალური გამოცემის „ქართული აზრი“ ერთ-ერთი გამომცემელი; 1995 წლიდან დამოუკიდებელი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენის „ადამიანის უფლებები“ რედაქტორ-გამომცემელი. 2008 წლიდან მუშაობდა საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის დირექტორად. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი საგაზეთო წერილი.[1]

იგი იყო 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 მონოგრაფიის ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (გარდაცვალების შემდეგ).[3] ლევან ურუშაძე ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა, 49 წლის ასაკში.[4] ლევან ურუშაძე იყო ბიოფიზიკოსის ზურაბ ურუშაძისა და ბოტანიკოსის გურანდა ღვალაძის შვილი.

2005 წლიდან 2013 წლამდე იყო ქართული ვიკიპედიის მონაწილე; პირველი რედაქტირება ვიკიპედიის ქართულენოვან განყოფილებაში შეასრულა 2005 წლის 10 ივნისს,[5] ხოლო უკანასკნელი — 2013 წლის 17 სექტემბერს.[6] ვიკიპედიის ქართულენოვან განყოფილებაში დაწერილი აქვს 25 სტატია (ორი ანგარიშით) და განხორციელებული აქვს ასობით რედაქტირება.[7][8] იყო ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი პირველი რედაქტორი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება