ლებომბოს მთები (პორტ. Montes Libombos) — ვიწრო მთების ჯაჭვი, სიგრძით 800 კმ, გადაჭიმული კვაზულუ-ნატალის პროვინციის ქალაქ ჰლუჰლუვედან სამხრეთში ლიმპოპოს პროვინციის ქალაქ პუნდა-მარიამდე ჩრდილოეთში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მთების ჯაჭვის ზოგიერთი მონაკვეთი მდებარეობს არა მარტო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, არამედ მოზამბიკში და ესვატინში.

ლებომბოს მთები
ლებომბოს ერთ-ერთი მთა
ლებომბოს ერთ-ერთი მთა
კოორდინატები: 26°15′00″ ს. გ. 32°00′00″ ა. გ. / 26.25000° ს. გ. 32.00000° ა. გ. / -26.25000; 32.00000
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
ესვატინის დროშა ესვატინი
უმაღლესი წერტილი მანანგის მთა
სიმაღლე 776 
სიგრძე 800 კმ
სიგანე 100 კმ
ლებომბოს მთები — მოზამბიკი
ლებომბოს მთები

გეოგრაფია რედაქტირება

მთების ჯაჭვი შედარებით დაბალი სიმაღლისაა — 450 მეტრიდან 800 მეტრამდე. ყველაზე უფრო მაღალი პიკია — მანანგის მთა 776 მეტრი სიმაღლით. ლონგვეს მთა — სიმაღლით 480 მეტრი ლებომბოს ქედის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია მდინარე ლეტაბას ჩრდილოეთით[1].

ამ მთებს უკავიათ ესვატინში ლუბომბოს ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ რაიონში მდებარეობენ ქალაქები: სიტეკი (ესვატინი) — მთების ჯაჭვის ცენტრში, ლუბჰუკუ — დასავლეთში, მაიალუკა და ბიგ-ბენდი სამხრეთში; მდინარე მაპუტუ მიედინება მთის ქედის სამხრეთი ნაწილის გვერდით. ჩრდილოეთით მდებარეობენ ქალაქები: სიმუნიე (ესვატინი), ტამბანკულუ და ნამააჰა (მოზამბიკი), ასევე მლავულას ნაკრძალი და მდინარე მბულუზი.

ზოგი მდინარე, მათ შორის კომატი, პონგოლა, მკუზე და ლუსუტფუ, კვეთავენ მთებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.

ქედის დასახელება წარმოშობილია ზულუს ენის სიტყვისგან ubombo, რომელიც ნიშნავს «დიდ ცხვირს».

გეოლოგია რედაქტირება

გეოლოგიური თვალსაზრისით მთების ჯაჭვი მონოკლინურია, რიფტული ვულკანური ველის ნაწილი[2]. ლებომბოს მონოკლინი გადაჭიმულია ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ და ეშვება აღმოსავლეთისკენ. ის შედგება იურული პერიოდის ეფუზიური ქანების თანმიმდევრობისაგან, როგორც ბაზალტური, ასევე ლიპარიტული ლავებისაგან და ტუფებისაგან. თანმიმდევრობა მნიშვნელოვანწილად განლაგებულია კარუს ჰორიზონტალურ სუპერჯგუფში, რომელიც შედგება დანალექი ქანებისაგან, დასავლეთით კალაჰარის ფილაქანისაგან, ხოლო აღმოსავლეთით გადაკრულია დანალექი ქანებით, რომელთა ასაკია ცარცული პერიოდიდან უფრო თანამედროვემდე. მყარი ლიპარიტების და ეროზირებული ბაზალტების მონაცვლეობამ მოიტანა კუესტას პარალელური ციცაბო ქედების ჯგუფის გაჩენა, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია სავანური ვაკით[3].

ისტორია რედაქტირება

ლებომბოს მთების გამოქვაბულებში აღმოჩენილი იქნა ქვის საშუალო საუკუნეების დასახლების კვალი[4]. ამ მთის ჯაჭვის რაიონში 1840 წელს მოკლული იქნა ზულუსების ბელადი დინგაანი. 1986 წლის 19 ოქტომბერს მოზამბიკის პრეზიდენტის სამორა მაშელის თვითმფრინავმა ლებომბოში განიცადა კატასტროფა დაუდგენელ ვითარებაში, როდესაც ის უკან მოფრინავდა ლუსაკის მოლაპარაკებებიდან, სადაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან განიხილებოდა აპარტეიდის საკითხები. სამორა მაშელი დაიღუპა 34 სხვა მგზავრთან ერთად. 1999 წლის 19 იანვარს მბუზინისთან ახლოს საზეიმოდ გაიხსნა მოზამბიკელი არქიტექტორის ჟო ფორაშის ნამუშევრის მონუმენტი ამ ავიაკატასტროფის ხსოვნის პატივსაცემად[5].

ეროვნული პარკები რედაქტირება

მთის ჯაჭვის ნაწილი მდებარეობს კრიუგერის და პჰონგოლოს ეროვნული პარკების ტერიტორიებზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Echo System. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-01-09.
  2. Watkeys, M. K. (2002). „Development of the Lebombo rifted volcanic margin of southeast Africa“. GSA Special Papers. Geological Society of America. 362. doi:10.1130/0-8137-2362-0.27. ციტირების თარიღი: 14 May 2010.
  3. Manninen, Tuomo, et. al., The Karoo Volcanic Rocks and Related Intrusions in Southern and Central Mozambique, Geological Survey of Finland, 2008, Special Paper 48, pp. 211–250[მკვდარი ბმული]
  4. Abstract zu Artikel über Ausgrabungen in den Lebombobergen 1945 (englisch), abgerufen am 18. September 2010
  5. Kurznotiz zum Denkmal. auf www.umjindi.org დაარქივებული 2013-03-21 საიტზე Wayback Machine. (englisch)