ლაჰანიის შუადღე (ინგლ. Lahaina Noon) — ტროპიკული მოვლენა, როდესაც მზე ზენიტშია და სხივები პლანეტის ზედაპირს ზუსტად პერპენდიკულარულად ეცემა.[1] ტერმინი „ლაჰანიის შუადღე“ ჰავაის ბიშოპის მუზეუმმა დაამკვიდრა და მას მხოლოდ ადგილობრივები იყენებენ.

დეტალები რედაქტირება

იმის გამო, რომ სუბსოლარული წერტილი (ზენიტი) მხოლოდ ტროპიკებისათვისაა დამახასიათებელი, მოვლენა აშშ-ის მასშტაბით მხოლოდ ჰავაიზე ხდება.[2] ჰავაი და დედამიწის კიდევ სხვა ადგილები, რომლებიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ტროპიკებს შორის მდებარეობს, მზის პირდაპირ სხივებს ზაფხულის ბუნიობის დადგომამდე იღებენ, რის შემდეგაც, აღნიშნული მოვლენა ეკვატორისკენ გადადის.

ლაჰანიის შუადღე ჰავაიზე სულ ოთხ ადგილას ხდება; ამ დროს, სწორად მდგომ საგნებს ჩრდილი არ აქვთ. არ არსებობს მოვლენის ზუსტი, კონკრეტული თარიღი, თუმცა ის ყოველთვის 18 მაისიდან 24 ივლისამდე შუალედში ხდება, ამ თარიღებს შორის კი მზე სულ ოდნავაა გადახრილი ჩრდილოეთით.[3]

მოვლენის ძველი ჰავაური სახელია კაუ კა ლა კა ლოლო (kau ka lā i ka lolo), რაც ზუსტად იტარგმნება, როგორც „მზის გაჩერება თავის ტვინზე“.[2]

ყოველწლიური მოვლენა აქტიურად შუქდება ჰავაურ მედიაში.[2][4][5][6]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Pruitt, B. (2002). Explore Kauai. Mutual Publishing, გვ. 17. ISBN 1-56647-560-0. 
  • Williams, Jack (May 17, 2005). „Sun beams directly down on Hawaii in May, July“. USA Today.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება