ლაჩინის რაიონი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთით, რომელიც შედის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კაშატაგის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ლაჩინი.

აღწერა რედაქტირება

ტერიტორია მდებარეობს მთიანეთში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კელბაჯარი, აღმოსავლეთით - ხოჯალიასთან, შუშასთან და ხოჯავენდთან აქვს საზღვარი, სამხრეთით - აზერბაიჯანის კუბატინსკის რაიონი, დასავლეთით კი რაიონს სომხეთის რესპუბლიკა ესაზღვრება.

ლაჩინის რაიონის ფართობია 1883 კვადრატული მეტრი. მის ტერიტორიაზე 121 სოფელია განთავსებული. რაიონის ყველაზე მაღალი წერტილი არის ქიზილბოგას მთა (3594 მეტრი).

ლაჩინის რაიონში მოიპოვება მინერალური რესურსები, როგორიცაა: ვერცხლისწყალი, პოლიმეტალები, სამშენებლო მასალები, ნარზანის ტიპის მინერალური წყლის წყაროები.

რეგიონი გამოირჩევა უმეტესად თბილი და ცივი კლიმატით - მშრალი ზამთრით და თბილი ზაფხულით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატისტიკის თანახმად, 1992 წლის შუა პერიოდისათვის რაიონში 8950 შენობა იყო. მათ შორის შვიდი სამრეწველო და სამშენებლო დაწესებულება, 471 მომსახურების ობიექტი, 154 სკოლა და ასობით კულტურული და ისტორიული ძეგლი.

ისტორია რედაქტირება

აღნიშნული რაიონი, ჩამოყალიბდა 1930 წელს ადმინისტრაციულ ცენტრთან ერთად ქალაქ ლაჩინში.

1992 წლის მაისის შუა რიცხვებში, ლაჩინის ოლქის კონტროლი დაექვემდებარა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას. აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაძარცვეს რეგიონის ასობით კულტურული და ყოველდღიური ობიექტი, გაანადგურეს ათობით სოფელი და ისტორიული ძეგლი; 63 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი.

1992 წელს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კაშატაგის რეგიონში, რომლის ცენტრში იყო ქალაქი ბერძორში (ლაჩინის ახალი სახელი) ჩამოყალიბდა ჯებრაილის, ზანგელანის, კუბატინსკის და აზერბაიჯანის ლაჩინის რეგიონების გარკვეული ნაწილი. ლაჩინის ოლქის ნაწილი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შუშინის ოლქის ნაწილი გახდა.

2010 წლის შემოდგომაზე რაიონში აღმოაჩინეს საგანძური, რომელშიც იყო 112 ცალი - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოსგან დამზადებული ნივთები. საგანძური ექსპორტზე გავიდა სომხეთში და იქ გამოაცხადეს ეროვნულ საგანძურად. ამჟამად, ობიექტები ინახება სომხეთის ისტორიის მუზეუმში, თუმცა ხელისუფლება, რომელიც რეალურად აკონტროლებს რეგიონის ტერიტორიას, ირწმუნება, რომ ისინი დღემდე ცდილობენ ფასეულობების უკან დაბრუნებას.

ეკონომიკა რედაქტირება

2015 წელს დაიწყო ახალი წყალსაცავის მშენებლობა, მდინარეების აღავნოსა და აკერის შესართავთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება