ლაშა გუჯეჯიანი (დ. 12 აგვისტო, 1985, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ძიუდოისტი. ათენის (2004) და პეკინის (2008) ოლიმპიადების მონაწილე. საქართველოს ჩემპიონი (2006). მსოფლიო თასის A კატეგორიის ტურნირების გამარჯვებული (2009), ხუთგზის ვერცხლისა (2002, 2003, 2005 (2), 2009) და შვიდგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2004 (2), 2006 (3), 2007 (2)). 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი (2005) და ვერცხლის პრიზიორი (2003). 20 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონი (2004). 20 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი (2003) და ვერცხლის პრიზიორი (2004). საქართველოს აბსოლუტური ფალავანი (2007, თბილისი)

ლაშა გუჯეჯიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 12 აგვისტო, 1985(1985-08-12) (38 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
სიმაღლე 184
ქვეყანა საქართველო

2021 წელს ევროპის ძიუდოს კავშირმა გადასცა წლის საუკეთესო მწვრთნელის საპატიო ჯილდო.[1]

ძირითადი შედეგები რედაქტირება

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი კატეგორია ადგილი
2005 მსოფლიო ჩემპიონატი კაირო, ეგვიპტე +100 კგ  
2006 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი პარიზი, საფრანგეთი +100 კგ  
2007 მსოფლიო ჩემპიონატი რიო დე ჟანეირო, ბრაზილია +100 კგ  
2007 ევროპის ჩემპიონატი ბელგრადი, სერბეთი +100 კგ  
2007 ევროპის გუნდური ჩემპიონატი მინსკი, ბელარუსი +100 კგ  
2008 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ტოკიო, იაპონია +100 კგ  
2010 ევროპის ჩემპიონატი ვენა, ავსტრია +90 კგ  

ლიტერატურა რედაქტირება

  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ, 241, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „VIDEO | EJU-მ ლაშა გუჯეჯიანი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა“. europop. 19 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)