ლაღმანის პროვინცია

ლაღმანის პროვინცია (დარი لغمان Laġmān, პუშტუ لغمان‎) — ავღანეთის ოცდათოთხმეტიდან ერთ-ერთი პროვინცია (ვილაიეთი), მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მეჰტარლამი. ტერიტორია მოიცავს 3 843 კმ² 441 000 მცხოვრებით (2007 წლის მონაცემებით). მას ესაზღვრება ავღანეთის 6 პროვინცია - ფანჯშირის პროვინცია, კაპისას პროვინცია, ქაბულის პროვინცია, ნანგარჰარის პროვინცია, ნურისტანის პროვინცია და ქუნარის პროვინცია.

ვილაიეთი
ლაღმანის პროვინცია
لغمان
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი Mihtarlam
შიდა დაყოფა Alingar, Alishing, Dawlat Shah, Mihtarlam, Qarghayi და Baad Pukh
კოორდინატები 34.66°00′00″ ჩ. გ. 70.20°00′00″ ა. გ. / 34.66000° ჩ. გ. 70.20000° ა. გ. / 34.66000; 70.20000
მმართველი Mohammad Iqbal Azizi
ფართობი 3843 კმ² კმ²
ოფიციალური ენა დარი, პუშტუ, Pashayi და Nuristani
სალაპარაკო ენები პუშტუ
მოსახლეობა 441 000 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 114, 75 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30
ოფიციალური საიტი http://laghman.com

ისტორია

 
სოფელი ლაღმანის პროვინციაში ჰინდი ყუშის მთების ძირში

ალექსანდრე მაკედონელის შემოჭრის დროს ეს ადგილი ცნობილი იყო სახელით ლამპაკა. მე-7 ასწლეულში ოლქი მოინახულა ცნობილმა ჩინელმა მოგზაურმა სიანცზანმა და აღნიშნა, რომ ამ ადგილების მცხოვრებთა უდიდესი უმრავლესობა ინდუზმის მიმდევარი იყო. მხოლოდ მცირე ნაწილი მისდევდა ბუდიზმს.

აქ ისლამის გავრცელების შემდეგ რეგიონი შევიდა ღაზნევიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში, რომლის მმართველმა სრულიად გაანადგურა ინდური არმია.

თანამედროვე ქაბულის მუზეუმში განთავსებულია წარწერები არამეულ ენაზე, რომელიც გვამცნობს, რომ ეს ადგილები წარმოადგენდა ინდოეთიდან პალმირამდე მდებარე სავაჭრო მარშრუტს.

მე-10 საუკუნეში ლაღმანის პროვინცია კვლავ დიდი ინდური სამყაროს შენადგენელი ნაწილია, რომელიც დაახლოებით 982 წლისათვის სრულდება. მუსლიმი ავტორის, ალ უთბის ცნობით მე-10 საუკუნის ბოლოს რეგიონში გავრცელდა ისლამი ღაზნევიდების სახელმწიფოს მეთაურის აბუ მანსურ საბუქტიგინის წყალობით.

საბუქტიგინმა ამის შემდგომ რეგონში მოიგო დიდი ბრძოლა, რომელიც მიმართული იყო ჰინდუს შაჰის ჯაიაპალას 100 000-ანი არმიის წინააღმდეგ.

მე-16 საუკუნის პირველ წლებში რეგიონში ცხოვრობდა დიდ მოგოლთა მეფე ბაბური , რომელმაც სწორედ აქ დაწერა თავისი მემუარები ”ბაბურნამე”. ”ბაბურნამეს” თანახმად, ლაღმანის დიდ მოგოლთა ეპოქაში ცნობილი იყო, როგორც დამოუკიდებელი მხარე ქაბულისტანში, მუსლიმური გადმოცემის თანახმად, კაფირისტანის ნაწილი. ლაღმანი ითვლებოდა ”ურწმუნოთა” ბუდედ და ხშირად ეწყობოდა ჯიჰადის დამსჯელი ექსპედიციები მოგოლთა იმპერატორ აქბარის უმცროსი ძმის მეთაურობით.

თანამედროვე ისტორია

საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომის დროს ორივე მხარის მებრძოლები დაუნდობლად ანადგურებდნენ სახლებს, ბიზნესდაწესებულებებს. ამას გარდა, საბჭოეთი მიზნობრივად ანადგურებდა ლაღმანის სოფლის მეურნეობის ინფრაქტრუქტურას.

2007 წლიდან რეგიონში მოქმედებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების პროვინციის რეკონსტრუქციის ჯგუფი, რომელსაც სათვეში უდგას ამერიკის შეერთებული შტატები.

ადმინისტრაციული დაყოფა

პროვინცია იყოფა 5 ოლქად. ესენია:

  • ალინგარი
  • ალიშინგი
  • ბაად-პუხი
  • დავლათ-შაჰი
  • კარგაი
  • მეჰტარლამი

რესურსები ინტერნეტში