ლაღიძის წყალი — პოპულარული ქართული გამაგრილებელი (უალკოჰოლო) სასმელი, რომელიც დამზადებულია სოდიანი წყლისა და სხვადასხვა ნატურალური სიროფებისგან. ტრადიციულად, ჭიქაში ხდებოდა სიროფის გაზავება სოდიანი წყლის ჭავლით.[1] ასევე იყიდება ბოთლში ჩამოსხმული სხვადასხვა არომატის მქონე გამაგრილებელი სასმელი.[2] ზოგიერთი ამერიკელი სპეციალისტი მას ადარებს კვერცხის კრემს, მაგრამ ავთენტური ქართული სასმელი არ შეიცავს არც რძეს და არც შოკოლადის სიროფს.[3]

ლაღიძის წყლების განთქმული, აწ უკვე ყოფილი მაღაზია რუსთაველის გამზირზე, თბილისში.

სახელწოდება მომდინარეობს მიტროფანე ლაღიძისგან, ქუთაისელი ფარმაცევტისგან, რომელსაც 1887 წელს გაუჩნდა იდეა, რომ ლიმონათის გასაკეთებლად, ნაცვლად იმპორტული, არომატიზირებული ესენციებისა, გამოეყენებინა ნატურალური სიროფები. 1900 წელს „ძმები ლაღიძეების“ ქარხანამ ქუთაისში დაიწყო საკუთარი, უნიკალური რეცეპტების დამზადება ბალახებისა და ხილის შეზავებით.[4] დღეს „ლაღიძის წყლები“ აწარმოებს სხვადასხვა ნატურალური არომატის წყლებს, მათ შორის — კომშის, მსხლის, ციტრუსების, ალუბლის, ტარხუნის და სხვა. ლაღიძის წყლების დისტრიბუცია ხდება რუსეთში, უკრაინაში, ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოში, პოლონეთში და სომხეთში.[5]

სქოლიო რედაქტირება

  1. Lagidze Water soda fountain in Tbilisi, Georgia[მკვდარი ბმული]
  2. Bottled Lagidze Water range. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-24. ციტირების თარიღი: 2011-06-06.
  3. Lagidze water and egg cream, New York Times, Home and Garden section, 15 June 1988
  4. The history of Lagidze water. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-24. ციტირების თარიღი: 2011-06-06.
  5. Lagidze water distributors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-24. ციტირების თარიღი: 2011-06-06.