ლაურისილვა (ესპ. Laurisilva - დაფნის ტყე) — სუბტროპიკული ტყე, რომელიც გავრცელებულია მაღალი ტენიანობის, შედარებით სტაბილური ტემპერატურის არეალებში. ხასიათდება დაფნისებრი მცენარეების გავრცელებით, რომლებიც მარადმწვანეა და ფოთოლპრიალა.

მაკარონეზიის ლაურისილვას რეგიონი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

მადეირას დაფნისებრთა ტყეები
ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 32°46′00″ ჩ. გ. 17°00′00″ ა. გ. / 32.76667° ჩ. გ. 17.00000° ა. გ. / 32.76667; 17.00000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 934
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 934
ინგლ.რუს.ფრ.

ესპანურ ენაში სიტყვა „laurisilva" ყველა სახის დაფნისებრთა ტყის აღსანიშნავად გამოიყენება. ტყის ეს სახეობა პრაქტიკულად ენდემურია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრიკის სანაპიროსთან მდებარე მაკარონეზიის კუნძულებისათვის, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მადეირას კუნძულებს, კაბო-ვერდეს, აზორისა და კანარის კუნძულებს.

მაკარონეზიის ლაურისილვას რეგიონი რედაქტირება

მაკარონეზიის კუნძულებზე დაფნისებრთა ტყეები ზღვის დონიდან 400 - 1200 მეტრზეა გავრცელებული. მოიცავს დაფნისებრთა სახეობებს - Apollonias, Ocotea, Persea, Clethra, Dracaena, Picconia.

ტყეები შედგება 40 მ და მეტი სიმაღლის მარადმწვანე, მაგარმერქნიანი ხეებისგან. მათი უმრავლესობა კუნძულებისათვის ენდემურია.

1999 წელს, იუნესკომ მადეირას კუნძულებზე მდებარე დაფნის ტყეები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: