ლას-ვეგასის დატოვებისას

ლას-ვეგასის დატოვებისას (ინგლ. Leaving Las Vegas) — 1995 წლის ამერიკული რომანტიკული ტრაგედიული ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია მაიკ ფიგისი. დაფუძნებულია ჯონ ო’ბრაიენის ნახევრად ავტობიოგრაფიულ ნოველაზე „ლას-ვეგასის დატოვებისას“. მთავარ როლშია ნიკოლას კეიჯი და ელიზაბეთ შუ. ფილმი მოგვითხრობს ალკოჰოლიკისა და მეძავის ურთიერთობაზე. გადაღებულია 16 მილიმეტრიან ფირზე ნაცვლად 35 მილიმეტრიანისა, მაშინ როდესაც 16 მილიმეტრიანი ფირი გამოიყენება ჩვეულებრივ არტჰაუზული ფილმებისთვის. 1995 წლის 27 ოქტომბერს აშშ-ში შეზღუდული რელიზის შემდეგ, ფილმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენება შედგა 1996 წლის 9 თებერვალს და დაიმსახურა კრიტიკოსთა და მაყურებელთა მაღალი შეფასება. ნიკოლას კეიჯმა მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის დრამაში და ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის, ხოლო ელიზაბეთ შუ ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის დრამაში და ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ფილმი აგრეთვე ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის და საუკეთესო რეჟისორისთვის.

„ლას-ვეგასის დატოვებისას“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი მაიკ ფიგისი
პროდიუსერი ლიზა კეიზისი
ენი სტიუარტი
სცენარის ავტორი მაიკ ფიგისი
როლებში ნიკოლას კეიჯი
ელიზაბეთ შუ
ჯულიან სენდზი
მუსიკა ენთონი მარინელი
მაიკ ფიგისი
ოპერატორი დეკლან კუინი
გამოსვლის თარიღი 27 ოქტომბერი, 1995 (აშშ)
ხანგრძლივობა 112
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 4 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 49.8 მილიონი აშშ დოლარი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება