ლანიაკეა — გალაქტიკური ზეგროვა, რომელიც „ირმის ნახტომის“, მზის სისტემისა და დედამიწის სახლია. ეს განსაზღვრა 2014 წლის სექტემბერში მიიღეს, როდესაც ასტრონომთა ჯგუფმა რ. ბრენტ ტულის (ჰავაის უნივერსიტეტიდან) ხელმძღვანელობით გამოაქვეყნა ზეგროვების განსაზღვრის ახალი გზა, რომელიც ეფუძნება გალაქტიკების ფარდობით სიჩქარეებს. ადგილობრივი ზეგროვის ეს ახალი განსაზღვრება მიეკუთვნება წინათ განსაზღვრულ ადგილობრივ ზეგროვას - ქალწულის ზეგროვას, ახლა უკვე დანამატად.[1][2][3][4]

ლანიაკეა

უახლოესი ადგილობრივი ზეგროვების რუკა, რომელიც 500 მილიონ სინათლის წელიწადს მოიცავს. ლანიაკეა წითელ წრეშია.
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: სამხრეთის სამკუთხედი
პირდაპირი ასვლა: 10სთ 32წთ {{{3}}}წმ
დახრილობა: -46გრად 00მინ {{{3}}}სეკ
წითელი წანაცვლება: z = 0,0708
მანძილი: 250 მსწ
მასა: 1,5×1016 M☉

მახასიათებლები რედაქტირება

ლანიაკეას ზეგროვა 100 000 გალაქტიკას მოიცავს, რომლებიც 160 მეგაპარსეკზეა (520 მეგასინათლის წელიწადი) გადაჭიმული. ზეგროვები სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წარმონაქმნებია და ისეთი საზღვრები აქვს, რომელთა განსაზღვრა ძნელია, განსაკუთრებით კი შიგნიდან. გუნდმა რადიოტელესკოპების გამოყენებით ადგილობრივი გალაქტიკების დიდი ნაკრების მოძრაობის რუკა შეადგინა. მოცემულ ზეგროვაში ყველა გალაქტიკის მოძრაობა მიმართული იქნება შიგნითკენ, მასის ცენტრის მიმართულებით. ლანიაკეას შემთხვევაში ამ გრავიტაციულ ფოკუსურ წერტილს „უზარმაზარი მიმზიდველი“ ეწოდება და გავლენას ახდებს გალაქტიკების ადგილობრივი ჯგუფისა და ყველა სხვა გროვის მოძრაობაზე მთელი ზეგროვის მასშტაბზე.[3]

აღმოჩენის მეთოდი რედაქტირება

ახალი მეთოდს, რომელიც გალაქტიკების მოძრაობების ანალიზისთვის გამოიყენება, რომ განისაზღვროს მახასიათებელი მოძრაობა კოსმიური გაფართოებიდან, „ვაინერის ფილტრირება“ ეწოდება, რომელიც მუშაობს კარგად განსაზღვრული პოზიციური ინფორმაციისთვის, რაც 300 მეგასინათლის წელიწადის (92 მეგაპარსეკი) მანძილზე ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა. ამ შეზღუდვით ჩანს, რომ ლანიაკეა შაპლის ზეგროვისკენაა მიმართული, ანუ ლანიაკეა და შაპლი შესაძლოა უფრო დიდი კომპლექსის ნაწილი იყოს.[5]

ადგილმდებარეობა რედაქტირება

ლანიაკეას მეზობელი ზეგროვებია: შაპლის ზეგროვა, ჰერკულესის ზეგროვა, თმების ზეგროვა, პერსევი-თევზების ზეგროვა. ამ ზეგროვების კიდეები და ლანიაკეა კარგად არაა ცნობილი.[2]

სახელწოდება რედაქტირება

სახელი ლანიაკეა „განუზომელ ზეცას“ ნიშნავს ჰავაის ენაზე — „lani“ - ზეცა და „akea“ - განუზომელი. სახელის იდეა ეკუთვნის ნაუა'ა ნაპოლეონს, რომელიც ჰავაის ენის ასოცირებული პროფესორია კაპიოლანის საზოგადოების კოლეჯში. სახელი პოლინეზიელი შტურმანების პატივსაცემადაა, რომლებიც ცის ცოდნას იყენებდნენ წყნარ ოკეანეზე ნავიგაციისათვის.[1][5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • R. Brent Tully, Helene Courtois, Yehuda Hoffman, Daniel Pomarède (2 September 2014). „The Laniakea supercluster of galaxies“. Nature (published 4 September 2014). 513 (7516): 71. arXiv:1409.0880. Bibcode:2014arXiv1409.0880T. doi:10.1038/nature13674.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  •   Vimeo, "Laniakea Supercluster", Daniel Pomarède, 1 September 2014—video representation of the findings of the discovery paper
  •   Youtube, "Laniakea: Our Home Supercluster", Nature Video, 3 September 2014—Redrawing the boundaries of the cosmic map, they redefine our home supercluster and name it Laniakea.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „Newly identified galactic supercluster is home to the Milky Way“. National Radio Astronomy Observatory. ScienceDaily. 3 September 2014.
  2. 2.0 2.1 Irene Klotz. (3 September 2014) New map shows Milky Way lives in Laniakea galaxy complex. Reuters. ScienceDaily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2014.
  3. 3.0 3.1 Elizabeth Gibney (3 September 2014). „Earth's new address: 'Solar System, Milky Way, Laniakea'. Nature. doi:10.1038/nature.2014.15819.
  4. Quenqua, Douglas (3 September 2014). „Astronomers Give Name to Network of Galaxies“. New York Times. ციტირების თარიღი: 4 September 2014.
  5. 5.0 5.1 Camille M. Carlisle (3 September 2014). „Laniakea: Our Home Supercluster“. Sky and Telescope.