ლანდსირი (ინგლ. landseer) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი კანადაში XIX საუკუნეში.

ლანდსირი
წარმოშობის ქვეყანა კანადა
თვისებები
წონა მამრი 65-80 კგ.
მდედრი 50-70 კგ.
სიმაღლე მამრი 72-80 სმ.
მდედრი 67-72 სმ.
ბეწვი თეთრი,შავი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ოფიციალური სტანდარტის დადგენამდე ნიუფაუნდლენდებში დაშვებული იყო როგორს ერთფერიანი, ასევე ლაქებიანი შეფერილობა. მაგრამ საბოლოო სტანდარტში მხოლოდ ერთფერიანი — შავი და ყავისფერი — ნიუფაუნდლენდები მოხვდნენ. ამის შემდეგ გარკვეულმა ჯგუფმა განაგრძო მუშაობა უფრო პატარა და უფრო მსუბუქი შავ-თეთრი ძაღლების მისაღებად, სწორედ ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ ჯიშს — ლანდსირს. ცნობილი არ არის, როგორ მოხვდნენ ეს ცხოველები ნიუფაუნდლენდში, მაგრამ როდესაც ბასკმა და პორტუგალიელემა მეთევზეებმა იქ თავისი წყლის ძაღლები ჩაიყვანეს, ადგილობრივ მოსახლეობას უკვე ჰყავდა თავისი ძაღლები. ამ ერთმანეთში არეული ძაღლებიდან გამოიყო სენტ-ჯონსის დიდი ძაღლი, რომელიც ნიუფაუნდლენდის და ლანდსირის წინაპარი იყო. ჩრდილოეთ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში ლანდსირს ნიუფაუნდლენდის შავლაქებიან ვარიანტად მიიჩნევენ. სხვა ადგილებში კი ამ მომხიბვლელ, მხიარულ ძაღლს დამოუკიდებელ ჯიშად განიხილავენ.

თავისი დასახელება ჯიშმა მიიღო მხატვარ სერ ედვინ ლანდსირის პატივსაცემად, რომელმაც ის აღბეჭდა ნახატზე „ადამიანთა სამეფო საზოგადოების პატივცემული წევრი“. ლანდსირს აქვს ყავისფერი, ნუშისებრი თვალები, მასიური თავი, გრძელი, გლუვი, რბილი ბალანი, დაკუნთული და სქელი კისერი. ლანდსირი ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრება, ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, კარგად უძლებს სიცივეს. ადვილად იწვრთნება. ადვილად ეგუება სხვა ძაღლებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: