ლანგარუსი (დ. ? ― გ. ძვ. წ. 335) — აგრიანელების მეფე, ალექსანდრე დიდის მეგობარი და მოკავშირე. ალექსანდრეს ბალკანეთის კამპანიის დროს ლანგარუსი მას ახლდა. [1] მან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მაკედონელს აუტარიატელების დამარცხებით, რომლებიც აპირებდნენ მის არმიას დასხმოდნენ თავს პელიუმისკენ მიმავალ გზაზე. (იხ. პელიუმის ბრძოლა) ამ დახმარების გამო ალექასნდრე ლანგარუსს თავის ნახევარ დის კინანას ცოლად გაყოლებას შეპირდა, თუმცა ლანგარუსი უკან დაბრუნებისას ავად გახდა და გარდაიცვალა.[2]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ. 54
  2. არიანე – ალექსანდრეს კამპანიები, V თავი