სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბადურაშვილი.

ლალი ბადურაშვილი (დ. 29 ივნისი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 4 თებერვალი, 2020[1]) — ქართველი მსახიობი.

ლალი ბადურაშვილი

ლალი ბადურაშვილი ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“
დაბადების სახელი ლალი ბადურაშვილი
დაბადების თარიღი 29 ივნისი, 1938
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი, 2020 (81 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. იყო ასევე „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

გარდაიცვალა 2020 წლის 4 თებერვალს.

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება