ლაზისტანის სანჯაყი

ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეული

ლაზისტანის სანჯაყი (თურქ. Lazistan Sancağı) — ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული ოსმალეთის იმპერიაში, შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთში. სანჯაყში შედიოდა ისტორული ქართული პროვინციები აჭარა, ჭანეთი და ქვემო გურია.[1]

ლაზისტანის სანჯაყი ტრაპიზონის ვილაეთში 1890 წელს

ისტორია რედაქტირება

1547 წელს ოსმალეთის იმპერიამ ჭანეთი და აჭარა წაართვა გურიის სამთავროს. ამის შემდეგ ისტორიულ ჭანეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ლაზისტანის სანჯაყი, რომელის ტრაპიზონის ვილაითში შედიოდა. სანჯაყის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი რიზე, მოგვიანებით ბათუმი, ხოლო 1878 წლიდან — კვლავ რიზე. სანჯაყს მართავდა მუთასარიფი, ანუ გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა პორტას, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას. მოსახლეობას ჰქონდა შენარჩუნებული ქართული იდენტობა და საუბრობდა ქართულად.

ლაზისტანის სანჯაყს მუთესარიფი ხელმძღვანელობდა. სანჯაყი დაყოფილი იყო კაზებად, რომელსაც კაიმაკები ედგნენ სათავეში. თავად კაზები ნიჰიედ იყოფოდა, რომელსაც მუდირები ხელმძღვანელობდნენ; მათ შემადგენლობაში შედიოდა თემები, რომელსაც მუხტრები ედგნენ სათავეში.[2]

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

1865 წლისთვის ლაზისტანის სანჯაყში შედიოდა 11 კაზა: ბათუმი, ჩურუქ-სუ, ზემო აჭარა, ქვემო აჭარა, მაჭახელი, ლივანა, გონიო, ხოფა, არჰავი, ჰემშინი, ათინა. მისი მოსახლეობა შეადგენდა 79610 ადამიანს. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო ბათუმი, ხოფა და ართვინი.

1873 წლის რუსეთის იმპერიის პერიოდულ გამოცემაში დაცულია შემდეგი ცნობები ლაზისტანის სანჯაყის კაზების შესახებ:

ბათუმის კაზაში იდგა 1076 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 8327 კაცს, სადიდანაც მუსულმანი — 3037, მართლმადიდებელი ბერძენი — 186, სომეხი-გრიგორიანელი — 93, სომეხი-კათოლიკი — 11; ამის გარდა 651 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს, მოსახლეობით 3324 კაცი.

კაზაში შედიოდა 48 სოფელი, 14 კვარტალი, 24 მეჩეთი, 1 ტეკე (დერვიშების მონასტერი), 88 წყლის წისქვილი სიმინდისთვის, 96 წყლის წისქვილი ხორბლისა და ბრინჯისათვის, ტყავის ქარხანა, 3 თურქული აბანო, 875 დუქანი, 26 ყავახანა, 1 მინერალური წყლების აბანო და 1 ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია.

ჩურუქ-სუს კაზაში იდგა 1283 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 3592 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 120 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს, მოსახლეობით 538 კაცი.

კაზაში შედიოდა 16 სოფელი, 6 კვარტალი, 17 მეჩეთი, 18 წყლის წისქვილი, 145 დუქანი და 5 ყავახანა.

ზემო აჭარის კაზაში (ულია) იდგა 1727 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 5810 კაცს (მუსულმანი).

კაზაში შედიოდა 22 სოფელი, 85 კვარტალი, 30 მეჩეთი, 105 წყლის წისქვილი, 15 დუქანი და 2 ყავახანა.

ქვემო აჭარის კაზაში (სუფლია) იდგა 1800 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 9670 კაცს (მუსულმანი).

კაზაში შედიოდა 38 სოფელი, 11 კვარტალი, 39 მეჩეთი, 68 წყლის წისქვილი და 28 დუქანი.

მაჭახელის კაზაში იდგა 1313 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 4485 კაცს (მუსულმანი).

კაზაში შედიოდა 26 სოფელი, 29 მეჩეთი, 99 წყლის წისქვილი და 21 დუქანი და 2 ყავახანა.

ლივანის კაზაში იდგა 5309 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 18170 კაცს, საიდანაც მუსულმანი — 16559, სომეხი-კათოლიკი — 1229, სომეხი-გრიგორიანელი — 280 და მართლმადიდებელი ბერძენი — 102 იყო.

კაზაში შედიოდა 114 სოფელი, 9 კვარტალი, 114 მეჩეთი, 150 წყლის წისქვილი, 4 ტყავის ქარხანა, 2 სამხერხაო, 2 თურქული აბანო, 1 მინერალური წყლების აბანო, 4 სომხური ეკლესია, 228 დუქანი და 9 ყავახანა.

გონიოს კაზაში იდგა 1302 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 3806 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 338 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს.

კაზაში შედიოდა 50 სოფელი, 43 კვარტალი, 31 მეჩეთი, 94 წყლის წისქვილი, 3 სამხერხაო, 54 დუქანი და 6 ყავახანა.

ხოფის კაზაში იდგა 1287 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 4200 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 18 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს, მოსახლეობით 90 კაცი.

კაზაში შედიოდა 28 სოფელი, 28 კვარტალი, 27 მეჩეთი, 77 წყლის წისქვილი, 78 დუქანი და 7 ყავახანა.

არჰავის კაზაში იდგა 2329 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 6530 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 20 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს, მოსახლეობით 100 კაცი.

კაზაში შედიოდა 60 სოფელი, 12 კვარტალი, 55 მეჩეთი, 324 წყლის წისქვილი, 162 დუქანი და 4 ყავახანა.

ჰემშინის კაზაში იდგა 1548 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 6322 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 92 სახლი ეკუთვნოდათ ბერძნებს და სომხებს, მოსახლეობით 82 კაცი.

კაზაში შედიოდა 43 სოფელი, 67 კვარტალი, 40 მეჩეთი, 94 წყლის წისქვილი, 10 დუქანი, 1 მინერალური წყლების აბანო, 1 სომხური ეკლესია და 1 ყავახანა.

ათინას კაზაში იდგა 2298 სახლი; მოსახლეობა შეადგენდა 8015 კაცს (მუსულმანი); ამის გარდა 50 სახლი ეკუთვნოდათ ემიგრანტ ჩერქეზებს, მოსახლეობით 162 კაცი.

კაზაში შედიოდა 67 სოფელი, 20 კვარტალი, 14 მეჩეთი, 200 წყლის წისქვილი, 193 დუქანი და 6 ყავახანა.

მუტესარიფების სია რედაქტირება

სახელი წლები
ოსმან ფაშა 1878–1879
ჰუსეინ რუშთუ ფაშა 1880–1881
მეჰმედ ათაულაჰ ეფენდი 1888–1892
ბეჰრამ ფაშა 1894
აჰმედ ჯებდეთ ფაშა 1898–1901
სალიჰ რიფათ ფაშა 1902
აბდულა ლიუთფი ფაშა 1903
ალი მუჰიდინ ბეი 1904
მეჰმედ რაშიდი 1911–1913

დემოგრაფია რედაქტირება

ლაზისტანის სანჯაყის მოსახლეობა 1870, 1872, 1873, და 1874 წწ.[3] (მამრობითი სქესი)
კაზა და ნაჰიე სოფლები უბნები კათოლიკე სომეხი ბერძენი ჩერქეზი მუსლიმი სულ
ბათუმის ცენტრი - 1 4 17 41 429 113 604
ბათუმის კაზა 18 - - - - 1,008 2800 3,808
ჩურუკსუს კაზა 17 - - - - - 3,686 3,686
ქვემო აჭარის კაზა 34 - - - - - 5,150 5,150
ზემო აჭარის კაზა 22 - - - - - 5,810 5,810
მაჭახელას ნაჰიე 26 - - - - - 3,955 3,955
ხოფის კაზა 23 - - - - - 4,496 4,496
არჰავის ნაჰიე 34 - - - - 6 6,637 6,643
გონიოს ნაჰიე 21 - - - - 472 4,178 4,650
ათინას კაზა 25 - - - - 87 7,980 8,067
ჰემშინის ნაჰიე 33 - - 104 - - 6,493 6,493
ლივანას კაზა 58 5 1,229 312 - - 14,431 15,972
ჰაბექელასყურის კაზა 11 - - - - - 2,243 2,243
სულ 322 6 1,233 433 41 2,002 67,972 71,681
ლაზისტანის მოსახლეობა 1914 წ.[4]
კაზა მუსლიმი ბერძენი სომეხი ებრაელი სხვა სულ
რიზე 122.055 1,507 5 - - 123.567
ათინა 50,297 171 28 - - 50.496
ხოფა 38,156 44 2 - - 38,202
სულ 210,508 1,722 35 - - 212,265

ეკონომიკა რედაქტირება

ლაზისტანის სანჯაყში იწარმოებოდა წელიწადში 30000 კილო სიმინდი, 18 ათასი ოყა ფეტვი, 12 ათასი ოყა თევზის ცხიმი, 10 ათასი ოყა თაფლი. ქარხნული წარმოება განვითარებული არ ყოფილა. სანჯაყის წლიური შემოსავლები შეადგენდა 1930304 პიასტრს, ხოლო ადმინისტრაციის ხარჯები — 930032 პიასტრს[5]

ლიტერატურა რედაქტირება

  • «Заметка о Батуме», Известия Кавказского отдела Императорского Русского географического общества, Т. 3, 1873, ст. 101-106

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქ. სსრ, თბ.. — გვ. 327.
  2. რუსლან ბარამიძე. (2019-03-04) „ისტორიული პროცესების გავლენა მუსლიმ თემზე აჭარაში“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-28. ციტირების თარიღი: 2021-01-22.
  3. (2011) War and diplomacy : the Russo-Turkish War of 1877-1878 and the Treaty of Berlin, M. Hakan Yavuz, Peter Sluglett, University of Utah. Congress), Salt Lake City: University of Utah Press, გვ. 457. ISBN 978-1-60781-185-5. 
  4. Karpat, Kemal (1985). Ottoman Population, 1830-1914: Demographic and Social Characteristics. University of Wisconsin Press, გვ. 180–184. ISBN 9780299091606. 
  5. Кавказский календарь на 1867 год : 22-й год. - 1866 გვ. 399-406