ლაგო-არხენტინო (ესპ. Lago Argentino) — მტკნარი ტბა არგენტინაში. მდებარეობს სანტა-კრუსის პროვინციაში, პატაგონიის ანდების აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 187 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 1415 კმ². მაქსიმალური სიღრმე 500 მ (ყველაზე ღრმა ტბა სამხრეთ ამერიკაში).

ლაგო-არხენტინო
Lago Argentino
კოორდინატები: 50°02′00″ ს. გ. 72°04′00″ დ. გ. / 50.03333° ს. გ. 72.06667° დ. გ. / -50.03333; -72.06667
მდებარეობა სანტა-კრუსის პროვინცია
სიმაღლე ზღვის დონიდან 187 
სიგრძე 20 კმ
ფართობი 1415 კმ²
მოცულობა 219,9 კმ³
საშუალო სიღრმე 150 
მაქსიმალური სიღრმე 500 
აუზის ფართობი 17000 კმ²
ლაგო-არხენტინო — არგენტინა
ლაგო-არხენტინო

ტბა აღმოაჩინეს ძმებმა ანტონიო და ფრანსისკო ვიედმებმა 1782 წელს.

ტბა მდებარეობს ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკში, სადაც მყინვარების დიდი რაოდენობა გვხვდება, რომლის სანახავადაც მრავალი ტურისტი მიდის. ტბა საუკეთესო ადგილია თევზაობისათვის.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება