ლაგოდეხისწყალი

მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანში

ლაგოდეხისწყალიმდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. იწყება საქართველოს ტერიტორიაზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2995 მ-ზე. ქალაქ ლაგოდეხის გავლის შემდეგ 5-6 კმ-ში კვეთს სახელმწიფო საზღვარს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება 8-9 კმ და სოფელ შამბულის ჩრდილოეთით მარჯვენა მხრიდან უერთდება მდინარე მაწიმისწყალს. სიგრძე 31 კმ, აუზის ფართობი 98 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნებიშემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ³/წმ. გამოყენებულია სარწყავად.

ლაგოდეხისწყალი

ლაგოდეხისწყალი ქ. ლაგოდეხში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეულები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე)
ქალაქები ლაგოდეხი
სათავე კახეთის კავკასიონი
41°55′27″ ჩ. გ. 46°23′53″ ა. გ. / 41.924389° ჩ. გ. 46.398278° ა. გ. / 41.924389; 46.398278
სათავის სიმაღლე 2995 მ
შესართავი მაწიმისწყალი
41°42′07″ ჩ. გ. 46°16′37″ ა. გ. / 41.702111° ჩ. გ. 46.277028° ა. გ. / 41.702111; 46.277028
სიგრძე 31 კმ
აუზის ფართობი 98 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 2,5 მ³/წმ
ლაგოდეხისწყალი — საქართველო
ლაგოდეხისწყალი
ლაგოდეხისწყალი
ლაგოდეხისწყალი — კახეთის მხარე
ლაგოდეხისწყალი
ლაგოდეხისწყალი
— სათავე, — შესართავი

ლიტერატურა რედაქტირება