ლაგამი

ცხენის აღვირის ნაწილი

ლაგამიცხენის აკაზმულობის (აღვირის) ნაწილი, რომელიც დასამორჩილებლად პირში ამოედება ცხენს. უძველეს ხანაში ამ მიზნით ტყავის თასმა ან თოკი იხმარებოდა. ბრინჯაოს ლაგამი გავრცელდა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოდან. ეს იყო ბრინჯაოს მთლიანი, შემდეგ კი ორნაწილიანი ღერო, რომელსაც ბოლოებზე სხვადასხვა ფორმის ფირფიტები ან ღეროები, ე. წ. საყბეურები ჰქონდა წამოცმული. საყბეურებით ლაგამი ცხენის პირში მაგრდებოდა და ავშარას უკავშირდებოდა. ძვ. წ. VII-VI საუკუნეებიდან რკინის ლაგმებიც გაჩნდა. გვიანდელი ანტიკური ხანიდან დღემდე ლაგამს არსებითი ცვლილება არ განუცდია.

ლაგამი

საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ლაგმები ძვ. წ. XIII საუკუნეს განეკუთვნება. ესაა ბრინჯაოს ორნაწილედი ღერო, რომელსაც ბრინჯაოს ჭვირული დისკოს ფორმის ან საქონლის რქის საყბედურები აქვს. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში აკეთებდნენ ლითონის ღეროვან ორნახვრეტიან საყბეურებს. ძვ. წ. VII-V საუკუნეებში გავრცელდა ორნაწილიანი ლაგამი, რომლის თითოეული ნაწილი საყბეურთან ერთად იყო ჩამოსხმული. ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს შეიქმნა ე. წ. ახალგორული ტიპის ლაგამი, რომლის საყბეურები, ლაგმის ღეროვანი ნაწილები და მათზე წამოსაცმელი რგოლები ცალ-ცალკე იყო დამზადებული. ამ ტიპის ზოგიერთი ლაგამი რკინისაა. შუა საუკუნეების ლაგამი ორნაწილიანი ღეროა, რომლის ბოლოებზე რგოლებია წამოცმული. საქართველოს თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაში გვხვდება ორგვარი ლაგამი: ერთი — ჩვეულებრივ სატარებელი, მეორე — სახორხე ლაგამი, რომელსაც ცხენის გახედვნის დროს იყენებენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება