ლაბრადორის ნახევარკუნძული

ლაბრადორის ნახევარკუნძული — ვრცელი ნახევარკუნძული ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადის აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთით მას ერტყმის ჰუდსონის ყურე, ჩრდილოეთით — ჰუდსონის სრუტე, აღმოსავლეთით — ლაბრადორის ზღვა და სამხრეთ-აღმოსავლეთით — წმინდა ლავრენტის ყურე.

ლაბრადორის ნახევარკუნძული
კოორდინატები: 53°18′ ჩ. გ. 66°33′ დ. გ. / 53.300° ჩ. გ. 66.550° დ. გ. / 53.300; -66.550
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
უმაღლესი წერტილი კობვიკი
სიმაღლე 1652 
ფართობი 1,400,000 კმ²
აკვატორია ჰუდსონის ყურე
ლაბრადორის ნახევარკუნძული — კანადა
ლაბრადორის ნახევარკუნძული

ნახევარკუნძულის ფართობი შეადგენს 1 400 000 კმ²-ს, მოსახლეობა კი 150 000 ადამიანს (2006).

1499 წელს, მეფე მანუელ I-მა, ჟუან ფერნანდეს ლავრადორს მისცა უფლლება, გამოეკვლია ეს ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებას მას ტორდესილასის ხელშეკრულება არ აძლევდა. სწორედ მის პატივსაცემად ჰქვია ნახევარკუნძულს ეს სახელი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება