ლაბრადორი (ლაბრადორის ნახევარკუნძულის სახელის მიხედვით, სადაც ცნობილია მისი საბადო) — პლაგიოკლაზების ჯგუფის მინერალი. წარმოადგენს ალბიტისა და ანორთიტის იზომორფულ ნარევს (ანორთიტის შემცველობა 51-70 %-ია). კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. უფერო, თეთრი ან მონაცისფროა, ახასიათებს ირიზაცია. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6; სიმკვრივე 2680-2720 კგ/მ³. ლაბრადორი მრავალი მაგმური და მეტამორფული ქანის შემადგენელი მინერალია. ქანს, რომელიც თითქმის მხოლოდ ლაბრადორისგან შედგება, ლაბრადორიტს უწოდებენ.

ლაბრადორი
იდენტიფიკაცია
ფერიუფერო, თეთრი ან მონაცისფრო
კრისტალის სინგონიატრიკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით6
სიმკვრივე2680-2720 კგ/მ³ კგ/მ³

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება