კჰაო-იაის ეროვნული პარკი

კჰაო-იაის ეროვნული პარკი (ტაი:อุทยานแห่งชาติเขาใหญ่) — ეროვნული პარკი ტაილანდში.

ჩანჩქერი კჰაო-იაის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე

აღწერა რედაქტირება

 
ეროვნული პარკის მდელოები

კჰაო-იაის ეროვნული პარკი სენქემფჰენგის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში, ხორატის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვართან მდებარეობს. პარკის ტერიტორიაზე უმაღლესი წერტილი, კჰაო რომი ზღვის დონიდან 1351 მეტრის (4,432 ფუტი) სიმაღლეზე მდებარეობს. პარკის უმეტესწილად ნახონ რატჩასიმას პროვინციის ტერიტორიაზეა გადაჭიმული, თუმცა მისი მცირე ნაწილი სარაბურის, პრაჩინბურისა და ნახონ ნაიოკის პროვინციებშეიც მდებარეობს.

კჰაიო იაის ეროვნული პარკი ტაილანდში სიდიდით მესამე ეროვნული პარკია. პარკი 300 კმ² ტერიტორიას მოიცავს, მათ შორის ტროპიკულ სეზონურ ტყეებსა და მდელოებს. სიმაღლებრივი სარტყელი ძირითადად ზღვის დონიდან 400-1000 მეტრის სიმაღლეს მოიცავს. პარკის ტერიტორიაზე 3000 სახეობის მცენარე ხარობს, 320 სახეობის ფრინველი (ბანკივური ქათამი) და და 66 სახის ძუძუმწოვარი ბინადრობს, მათ შორის: ჰიმალაიური დათვი, ინდური სპილო, ინდური სამბარი, სამხრეთული ღორისკუდა მაკაკა, გარეული ღორი და სხვ. პარკის ცნობილი ჩანჩქერებია 80 მეტრის სიმაღლის ჰეო ნაროკი და ჰეო სუვატი.

ისტორია რედაქტირება

 
წარაფი პარკის ტერიტორიაზე

1922 წელს ბან ტა დანისა და ბან ტა ჩაის სოფლებიდან რამდენიმე ადამიანმა ნახონ ნაიოკის პროვინციაში, სენქემფჰენგის მთების დასავლეთით ტყეებში დასახლებები შექმნა. ტერიტორიაზე დაახლოებით 30 ადამიანი ცხოვრობდა. მთავრობამ ტერიტორია პაკ პჰილის რაიონს მიაკუთვნა და ტამბონ კჰაი იაი უწოდა.

იმის გამო, რომ პარკი ხელისუფლების ადგილსამყოფელისგან შორს მდებარეობდა, იგი დევნილთა და კრიმინალთა თავშესაფარი აგხდა. ეჭვმიტანილთა დაკავების მცდელობის შემდეგ, მთავრობამ სოფლის მოსახლეობა 30 კმ-ის მოშორებით გადაასახლა და ტამბონის სტატუსი გააუქმა. 1959 წელს პრემიერ-მინისტრის, მარშალ სარიტ ტანარატის ბრძანებით, სოფლის მეურნეობის მინისტრსა და საშინაო საქმეთა მინისტრს ეროვნული პარკის დაარსება დაევალათ.

კჰაო-იაის ეროვნული პარკი 1962 წლის 18 სექტემბერს დაარსდა. პარკის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა ბოონკსონგ ლეკაკულმა, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტაი კონსერვატორმა.

ვიზიტორები რედაქტირება

 
ფა დიაო დაი (მარტოსული კლდე)

ეროვნული პარკების დეპარტამენტის (DNP) მონაცემებით, კჰაო-იაის ეროვნული პარკის ვიზიტორთა რაოდენობა 671 569-დან (2008) და 2016 წლისთის 1.2 მილიონამდე გაიზარდა. 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე პარკის ტერიტორიაზე 471 514 მანქანა შევიდა.[1] 2016 წლის ერთ-ერთ დატვირთულ პერიოდში, ახალი წლის კვირაში (30 დეკემბერი - 3 იანვარი) პარკი 156 574-მა ადამიანმა მოინახულა.[2]

კლიმატი რედაქტირება

კჰაო-იაის ეროვნულ პარკში სამი მთავარი სეზონია და საშუალო წლიური ტემპერატურა 23°C, თუმცა სეზონების მანძილზე ტემპერატურა მნიშვნელოვნად მერყეობს. წვიმების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, დღეების უმრავლესობა ნალექების მაღალი რაოდენობით გამოირჩევა. ატმოსფერო ტენიანი, დღისით საშუალო ტემპერატურა 27° °C-ია, ხოლო ღამით — 13 °C. ცივი სეზონი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება. ცა მოწმენდილი, მზიანი და გრილია. საშუალო ტემპერატურა დღისით 22°C-ს, ხოლო ღამით 10°C-ს უტოლდება. ცივი სეზონი ყველაზე კარგი დროა ლაშქრობისთვის. ხველი სეზონი მარტიდან აპრილამდე გრძელდება, ტენიანი დღის მანძილზე ტემპერატურა 20-30°C-ს შორის მერყეობს, ხოლო ღამის საშუალო ტემპერატურა 17°C-ია.

ფაუნა რედაქტირება

 
გარეული სპილოების ჯოგი პარკის ტერიტორიაზე

კჰაოს იაის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ცხოველი ბინადრობს. პარკი ერთ-ერთია იმ მცირე ადგილთა შორის ტაილანდში, სადაც ჯერ კიდევ ბინადრობენ ველური სპილოები. სხვა დიდ ცხოველებს შორის აღსანიშნავია: გიბონნები, ღორისკუდა მაკაკები, მუნტჯაკები და ინდური სამბარები.

2017 წლის დასაწყისში ეროვნული პარკების დეპარტამენტის, Freeland Foundation-ისა და პანტერას კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით, რომ დონგ ფჰაია იენი-კჰაო-იაის მსოფლიო მემკვიდრეობის საიტზე სათვალთვალო კამერებით 18 ვეფხვი (5 მამრი, 7 მდედრი და 6 ჩვილი) დააფიქსირეს. მანამდე კჰაო-იაის ეროვულ პარკში ვეფხვები სათვალთვალო კამერებით 2002 წელს დააფიქსირეს.[3]

აღიარება რედაქტირება

2017 წლის 18 სექტემბერს Google-მა კჰაიო იასის ეროვნული პარკის 55 წლისთავი Google Doodle-ით აღნიშნა.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Give wildlife right of way“ (Editorial). Bangkok Post. 5 January 2018. ციტირების თარიღი: 5 January 2018.
  2. Wangkiat, Paritta (5 March 2017). „Tourism pressures could be changing bear behaviour“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 30 March 2017.
  3. „18 tigers caught by surveillance cameras in world heritage site“. Thai PBS. 28 March 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 30 March 2017.
  4. 55th Anniversary of Khao Yai National Park (18 September 2017).