კუფრა (არაბ. الكفرة) — დეპრესია[1] და ოაზისების ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიბიაში, კუფრის რაიონში. ელიფსური ფორმისაა, წაგრძელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ფართობი 8793 კმ². 2012 წლისათვის კუფრაში ცხოვრობდა 40,000 ადამიანი. ესაზღვრება ბორცვნალი ტერიტორია, რომლის სიმაღლე 100 მ აღწევს.[1] ნიადაგი წარმოდგენილია მოწითალო ფერის მერგელებითა და ქვიშებით. არის მარილიანი ტბები და დამშრალი მლაშობები.[1] ადგილობრივ მოსახლეობას მოჰყავს ფინიკის პალმა, მარცვლოვნები და ბოსტნეული. სახელწოდება კუფრა მომდინარეობს არაბული კაფირისაგან. მთავარი დასახლებული პუნქტია ელ-ჯაუფი. ჩრდილოეთით არის სოფელი ელ-ტაგი. წარმოადგენს მუსლიმან-სენუსიტების მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს. 1970-იან წლებში განხორციელდა რამდენიმე მსხვილი საირიგაციო პროექტი.

დასახლებული პუნქტი
ოაზისი
კუფრა

კუფრა, ხედი კოსმოსიდან.
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი კირენაიკა
მუნიციპალიტეტი ელ-კუფრის რაიონი
კოორდინატები 24°11′00″ ჩ. გ. 23°17′00″ ა. გ. / 24.18333° ჩ. გ. 23.28333° ა. გ. / 24.18333; 23.28333
მოსახლეობა 40 ათ. კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2
კუფრა — ლიბია
კუფრა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Bertarelli (1929), p. 514.