კურსები

სოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

კურსებისოფელი საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გელათი, მოწამეთა). მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე წყალწითელის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, ტყიბულიდან 24 კმ-ით და სოფელი გელათიდან 5 კმ-ით არის დაცილებული. იგი სამკურნალო გოგირდის წყლითა და სამშენებლო ქვა-ტეშენით არის ცნობილი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

სოფელი
კურსები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თემი კურსები
კოორდინატები 42°18′25″ ჩ. გ. 42°46′17″ ა. გ. / 42.30694° ჩ. გ. 42.77139° ა. გ. / 42.30694; 42.77139
პირველი ხსენება XV საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 350
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1603[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კურსები — საქართველო
კურსები
კურსები — იმერეთის მხარე
კურსები

ისტორია რედაქტირება

სოფელში ადამიანის ცხოვრების კვალი ჩანს ანტიკური ხანიდან. წერილობით წყაროებში კურსები XV საუკუნიდან იხსენიება. კურსებიდან იყვნენ ცნობილი ქართველი მშენებელი ოსტატები ბერეკაშვილები, რომლებმაც XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რამდენიმე ეკლესია ააშენეს დასავლეთ საქართველოში.

რუსეთის იმპერიის დროს კურსების სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სოფლები კურსები, გელათი, მოწამეთა, კოკა, ნაბოსლევი და ოხომირა.[2]

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1603 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1652 782 870
2014[1]   1603 803 800

ეკონომიკა რედაქტირება

სოფელში მოიპოვება ტეშენიტი და მუშაობს მოსაპირკეთებელი ფილების დამამზადებელი ქარხანა. ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია. სოფელში გადის ქუთაისი-ტყიბულის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.

კურორტი რედაქტირება

კურსები ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,5 °C) და ცხელი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 21,5 °C). ნალექები 1700 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის მინერალური წყალი, რომლის ძირითადი კომპონენტებია მცირე რაოდენობით გოგირდწყალბადი, ჰიდროკარბონატის, ნატრიუმის, კალციუმის და მაგნიუმის იონები. დებიტი 6 ათასი ლიტრი/დღე-ღამეში. ტემპერატურა 16 °C. იყენებენ აბაზანებისათვის. ჩვენება: სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფელში სამი კოშკი და ხუთი ეკლესია შემორჩა, რომელთაგან ორი ნანგრევებად არის ქცეული.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ღლონტი თ., „ერობა საქართველოში“, ტფ.: „შრომა“, 1915. — გვ. 82.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II