კურმანბეკ ბაკიევი

კურმანბეკ ბაკიევი (ყირგიზ.: Курманбек Сали уулу Бакиев; დ. 1 აგვისტო, 1949) — ყირგიზეთის პრეზიდენტი. ყირგიზეთის უზენაესმა საბჭომ ყაყაჩოების რევოლუციის პერიოდში გადაყენებული ასკარ აკაევის ნაცვლად დანიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 2005 წლის 24 მარტს. პრეზიდენტად მოსვლამდე იყო ყირგიზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერი. მისი ძირითადი მომხრეები არიან ქვეყნის სამხრეთში.

კურმანბეკ ბაკიევი

2010 წლის 15 აპრილს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ოფიციალურად დატოვა პრეზიდენტის პოსტი და ემიგრაციაში წავიდა ოჯახთან ერთად[1][2].

სქოლიო რედაქტირება

  1. სალომე ასათიანი (2010-04-16). „ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ძალადობის გამოძიების პირობას დებს“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2010-04-18.
  2. „ყირგიზეთის ახალმა მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება მოითხოვა“. 1 არხი. 2010-04-16. ციტირების თარიღი: 2010-04-18. ციტატა: „ბაკიევი ოფიციალურად გადადგა. გადაწყვეტილება ყურმანბეკ ბაკიევმა ყაზახეთიდან ფაქსით გამოგზავნა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.“[მკვდარი ბმული]
წინამორბედი:
ასკარ აკაევი
ყირგიზეთის პრეზიდენტი
2005 -2010
შემდეგი:
როზა ოტუნბაევა