კურდღელი

ძუძუმწოვართა გვარი კურდღლისებრთა ოჯახისა

კურდღელი[1] (ლათ. Lepus) — ძუძუმწოვართა გვარი კურდღლისებრთა ოჯახისა. ცნობილია 30-მდე სახეობა. მათი სხეულის სიგრძეა 44–47 სმ, მასა 5 კგ-მდე. ყურები დინგზე გრძელი აქვთ. უკანა კიდურები სიგრძით წინას მნიშვნელოვნად აღემატება. ბეწვი ხშირი და რბილია. გავრცელებული არიან ევრაზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება რუხი კურდღელი (Lepus europaeus).[2] კურდღელთა უმრვლესობა ღია ბალახოვან ვაკეებზე ბინადრობს, რამდენიმე სახეობა — ანთროპოგენულ ლანდშაფტებსა და ტყეებში. ახასიათებთ რიცხოვნობის მნიშვნელოვანი ცვალებადობა. გადააქვთ ინფექციური დაავადებები (ტულარემია, ტაქსოპლაზმოზი და სხვ.).

კურდღელი

რუხი კურდღელი (Lepus europaeus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lepus (Linnaeus, 1758)

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. hare — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 80.