კუმანოვო (მაკედ. Куманово) — ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩრდილოეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იგი სიდიდით მესამე ქალაქია სკოპიეს და ბიტოლის შემდეგ.

ქალაქი
კუმანოვო
მაკედ. Куманово

კუმანოვოს მთავარი მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
რეგიონი ჩრდილო-აღმოსავლეთი
თემი კუმანოვო
კოორდინატები 42°05′00″ ჩ. გ. 21°40′00″ ა. გ. / 42.08333° ჩ. გ. 21.66667° ა. გ. / 42.08333; 21.66667
დაარსდა 1094
პირველი ხსენება 1519
ფართობი 509.48 კმ²
ცენტრის სიმაღლე 330
მოსახლეობა 70 842[1] კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი (+389) 031
საფოსტო ინდექსი 1300
ოფიციალური საიტი https://kumanovo.gov.mk
კუმანოვო — ჩრდილოეთი მაკედონია
კუმანოვო

ისტორია რედაქტირება

ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს თურქულენოვანი ტომების კუმანების სახელიდან, რომლებიც აქ დასახლდნენ XII-XIII საუკუნეებში. ქალაქი პირველად მოიხსენიება 1519 წელს ერთ-ერთ თურქულ დოკუმენტში. კუმანოვო იყო კარპოშის აჯანყების ცენტრი და ასრულებდა მისი დედაქალაქის ფუნქციას. 1912 წელს კუმანოვოს მახლობლად გაიმართა ბრძოლა, სადაც სერბეთის ძალებმა მოიპოვეს გამარჯვება თურქეთის ძალებზე. ეს იყო ბალკანეთის პირველი ომის ერთ-ერთი ბრძოლა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება