კულტურული ლანდშაფტი

კულტურული ლანდშაფტიადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად შეცვლილი გეოგრაფიული ლანდშაფტი. კულტურული ლანდშაფტის მაგალითებია უდაბნოში სარწყავ მიწებზე შექმნილი ოაზისები, გადახნული სტეპი ტყის ზოლებით და სხვა. კულტურულ ლანდშაფტსა და ბუნებრივ ლანდშაფტს შორის არ არსებობს დიდი ზღვარი: კულტურულ ლანდშაფტში შენარჩუნებულია გეოლოგიური აგებულება, რელიეფის მორფოსტრუქტურული ნიშნები და ჰავის ძირითადი თავისებურებანი; კულტურული ლანდშაფტი ემორჩილება გეოგრაფიულ ზონალურობასა და აზონალურობის კანონზომიერებას.

კულტურული ლანდშაფტი

ლიტერატურა რედაქტირება