კუბის პოლიტიკური სისტემა

კუბა კონსტიტუციურად განსაზღვრულია როგორც „სოციალისტური რესუბლიკა“, რომელიც ხოსე მარტის პრინციპებით ხელმძღვანელობს, პოლიტიკურად კი იზიარებს კომუნისტური სახელმწიფოს მამების — მარქსის, ენგელსისა და ლენინის იდეებს. ამჟამინდელი კონსტიტუცია მმართველ კუბის კომუნისტურ პარტიას „სახელმწიფოსა და საზოგადოების წამყვანი ძალის“ ფუნქციებს აკისრებს.

რაულ კასტრო და დიმიტრი მედვედევი შეხვედრაზე, 2008 წლის ნოემბერი, კუბა
ფიდელ კასტრო და ვლადიმერ პუტინი შეხვედრაზე, 2000 წლის დეკემბერი, კუბა

აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს კუბის მთავრობა, რომელიც წარმოდგენილია სახელმწიფო და მინისტრთა საბჭოებით. საკანონმდებლო ხელისუფლება ხორციელდება ერთპალატიანი, სახალხო ძალაუფლების ეროვნული ასამბლეის მიერ, რომლის ხელშიც სახელმწიფო ძალაუფლების მაქსიმუმი იყრის თავს. ამჟამად, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტია ყოფილი პრეზიდენტის, ფიდელ კასტროს ძმა — რაულ კასტრო, რომელიც ამავე დროს არის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი (ხშირად მოიხსენიებენ ასევე როგორც პრემიერ-მინისტრი), კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი და რევოლუციური შეიარაღებული ძალების მთვარსარდალი. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტია რიკარდო ალკარონი.

სასამართლო ხელისუფლება სახალხო უზენაესი სასამართლოს ხელშია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება