კრისტინა იოლანტა იანდა (პოლ. Krystyna Jolanta Janda; დ. 18 დეკემბერი, 1952) — პოლონელი კინოსა და თეატრის მსახიობი, პროზაიკოსი და კინორეჟისორი. მონაწილეობს დრამებსა და მელოდრამებში.

კრისტინა იანდა

კრისტინა იანდა 2012 წელს
დაბადების სახელი კრისტინა იოლანტა იანდა
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი 1952
სტარახოვიცე, პოლონეთი
საქმიანობა მსახიობი
პროზაიკოსი
კინორეჟისორი.
აქტიური 1976–დღემდე
ჯილდოები

კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის

1982 — დაკითხვა

ბიოგრაფია რედაქტირება

1975 წელს ვარშავაში დაამთავრა უმაღლესი თეატრალური სკოლა. 1976 წელს შედგა მისი დებიუტი ერთ-ერთ სასცენო კომედიაში. გამოდიოდა ევრიპიდეს, რასინის, ჩეხოვის, ტენესისა და სხვათა პიესებში. იღებდნენ გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში.

თანამშრომლობდა არაერთ ცნობილ რეჟისორთან (ანჯეი ვაიდა, კშიშტოფ ზანუსი, კშიშტოფ კიშლოვსკი, ანჯეი ჟულავსკი, იშტვან საბო და სხვა). 1982 წელს ითამაშა რიშარდ ბუგაისკის გახმაურებულ კრიმინალურ კინოდრამაში „დაკითხვა“. ამ როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე ფილმში „დეკალოგი“. იანდა 1981 წელს დაქორწინდა კინოოპერატორ ედვარდ კლოსინსკიზე (1943-2008). ჰყავს სამი შვილი. ცხოვრობს ქალაქ ვარშავის სიახლოვეს.

კრისტინა იანდამ ბოლო წლებში მონაწილეობა მიიღო ფილმებში „აირი“ და „რევერსი“. 2001 წლიდან მოყოლებული იგი გადაიღეს რამდენიმე სარეკლამო რგოლში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1979 დირიჟორი Dyrygent მართა
1982 დაკითხვა Przesłuchanie ანტონია დივიში
1988 დეკალოგი Dekalog დოროთა გელერი
2009 რევერსი Rewers ირენა იანკოვსკა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კრისტინა იანდა