კრისტიან ფუქსი (გერმ. Christian Fuchs; დ. 7 აპრილი, 1986, ნოინკირხენი, ავსტრია) — ავსტრიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს პრემიერ ლიგის კლუბ „ლესტერ სიტიში“ მარცხენა მცველის პოზიციაზე.

კრისტიან ფუქსი
ფუქსი ავსტრიის ნაკრებში 2016 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კრისტიან ფუქსი[1]
დაბადების
თარიღი
7 აპრილი, 1986 (1986-04-07) (38 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ნოინკირხენი, ავსტრია
სიმაღლე 1.87 სმ[3]
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლესტერ სიტი
ნომერი 28
ახალგაზრდული კარიერა
1992-2001 პიტენი
2001-2002 ვინერ-ნოიშტადტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002-2003 ვინერ-ნოიშტადტი 12 (0)
2003-2008 მატერსბურგი 140 (11)
2008-2011 ბოხუმი 53 (6)
2010-2011   მაინცი 05 31 (0)
2011-2015 შალკე 04 99 (4)
2015— ლესტერ სიტი 96 (2)
ეროვნული ნაკრები
2002-2003 ავსტრია 17 წლ. 24 (6)
2003-2005 ავსტრია 19 წლ. 7 (1)
2005-2006 ავსტრია 21 წლ. 10 (3)
2006-2016 ავსტრია 78 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 მარტი, 2019

ფუქსმა კარიერა დაიწყო „ვინერ-ნოიშტადტში“, საიდანაც 2003 წელს გადავიდა „მატერსბურგში“. ხუთი წლის შემდეგ ფუქსი გერმანულ „ბოხუმში“ ჩაირიცხა, 2011 წელს კი — შალკე 04-ში. 2011 წელს გელზენკირხერნის „შალკე 04“-თან ერთად მოგებული აქვს გერმანიის სუპერთასი. 2015 წლის ზაფხულში გელზენკირხენული გუნდი დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ინგლისურ „ლესტერ სიტიში“ გადავიდა და პირველივე სეზონში კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა მოიგო.

ფუქსის დებიუტი ავსტრიის ეროვნული ნაკრების რიგებში შედგა 2006 წლის 23 მაისს ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. 2016 წელს ფუქსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 და 2016 წლების ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში.

ტიტულები რედაქტირება

შალკე
ლესტერ სიტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Updated squads for 2017/18 Premier League confirmed. Premier League (2 თებერვალი, 2018). ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2018.
  2. Premier League Player Profile Christian Fuchs. Barclays Premier League (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-16. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2016.
  3. Christian Fuchs. Leicester City F.C.. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2018.
  4. კრისტიან ფუქსი — Soccerway
  5. Christian Fuchs: Overview. Premier League. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2018.