კრილი

ზღვის უმაღლესი კიბოსნაირების რიგი

კრილი[1] (ლათ. Euphausiacea) — ზღვის უმაღლესი კიბოსნაირების რიგი. სხეულის სიგრძე 7 მმ-დან 10–15 სმ-მდეა. გარეგნულად წააგვანან კრევეტებს. ღეროსებრი ფასეტური თვალები კარგადაა განვითარებული. ლაყუჩები გამოსულია მკერდის ფეხების ძირიდან, არ არიან დაფარული კარაპაქსით. ორგანშტოებიანი მკერდის ფეხები გამოიყენება მხოლოდ საცურაოდ. აქვთ განათების ორგანოები — ფოტოფორები; როდესაც ისინი არ არის ანთებული, მაშინ კრილი არ ჩანს, რადგან მათი სხეული გამჭვირვალეა. ცნობილია 90-მდე სახეობა, რომლებიც 2 ოჯახშია გაერთიანებული: Euphasiidae და Bentheuphausiidae (ერთი სახეობით — Bentheuphausia amblyops). პლანქტონური ორგანიზმებია. კვერცხს ყრიან წყალში. ვითარდებიან მეტამორფოზით. წარმოადგენენ წყლის სარეწი თევზებისა და უკბილო ვეშაპების საკვებს. ყველაზე ცნობილი სახეობაა ანტარქტიკული კრილი (Euphausia superba).[2]

კრილი

ჩრდილოური კრილი (Meganyctiphanes norvegica')
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  კიბოსნაირნი
კლასი:  უმაღლესი კიბოები
რიგი:  კრილი
ლათინური სახელი
Euphausiacea (Dana, 1852)

სქოლიო რედაქტირება

  1. Euphausiacea — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Чесунов А. В. Эвфаузиевые // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 503.