კრაკატაუს ამოფრქვევა (1883)

1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევა — ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევა 1883 წელს. ადგილი ჰქონდა ჰოლანდიის ოსტინდოეთში (დღევანდელი ინდონეზია). ამოფრქვევა დაიწო 26 აგვისტოს (კვირა დღე) შუადღეს და პიკს მიაღწია 27 აგვისტოს გვიან დილას. ამ დროს კუნძულის, რომელზედაც მდებარეობდა ვულკანი და მისი გარშემორტყმული არქიპელაგის 70% განადგურდა — ჩაიშალა კალდერაში. ვულკანის სეისმური აქტივობა 1884 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, მაგრამ მოგვიანებით, გამოძიებისას ოქტომბრის შემდგომი აქტივობები უარყო როგირ ვერბეკმა. 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევა მსოფლიოს წერილობით ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო და დამანგრეველი ვულკანური მოვლენა იყო. დაიღუპა სულ მცირე 36 417 ადამიანი როგორც ვულკანის, ისე მის მიერ გამოწვეული ცუნამების მიერ. ამოფრქვევამ მსოფლიოს მასშტაბით მოახდინა მნიშვნელოვანი ეფექტები დღეების და კვირების განმავლობაში.

კრაკატაუს ამოფრქვევის ლითოგრაფი (1888)

ადრეული ფაზა რედაქტირება

ამოფრქვევამდე წლებით ადრე შეინიშნებოდა სეისმური აქტივობა კრაკატაუს გარშემო. ამით გამოწვეული მიწისძვრები ავსტრალიამდეც აღწევდნენ. 1883 წლის 20 მაისს დაწყო ერთ-ერთი ვულკანური კონუსიდან — პერბოევატანიდან დაიწყო კვამლის ამოშვება. ფერფლის სიმაღლემ 6 კმ-ს მიაღწია. ამოფრქვევის ხმამ დღევანდელ ჯაკარტამდე მიაღწია, რომელიც 160 კმ-ის მოშორებით მდებარეობდა. მაისის ბოლო ყველანაირი აქტივობა შეწყდა და მომდევნო რამდენიმე კვირაში მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონია.

კრაკატაუს ხელახალი ამოფრქვევები 16 ივნისს დაიწყო, რასაც თან ახლდა სქელი შავი ღრუბელი და ხმამაღალი აფეთქებები მომდევნო ხუთი დღე. 24 ივნისს აღმოსავლეთის ქარმა გაფანტა ღრუბელი და ვულკანიდან ამომავალი ორი ფერფლის სვეტი ადვილად დასანახი გახდა. გაჩნდა ახალი ვულკანური ყელი პერბოევატანსა და დანანს შორის. ამოფრქვევის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ უჩვეულოდ მაღალი მიქცევა-მოქცევა გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიებზე და პორტებში გემების ჯაჭვებით დამაგრება გახდა საჭირო. მიწისძვრები იგრძნობოდა ანიერში და ბანტენში. გემებმა აღნიშნეს პემზის დიდი მასები დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში.

11 აგვისტოს, ჰოლანდიელმა ტოპოგრაფიის ინჟინერმა კაპიტანმა ფერზენაარმა გამოიკვლია კრაკატაუს კუნძულები. მან აღნიშნა სამი კვამლის სვეტი (მესამე ახალი უკვე დანანიდან), რომლებიც კუნძულის დასავლეთ მხარეს ფარავდნენ, და კვამლის ნაკადები სულ მცირე თერთმეტი ახალი ვულკანური ყელიდან (უმთავრექად დანანსა და რაკატას შორის). ხმელეთზე გადასვლის შემდეგ აღნიშნა 0,5 სისქის ფერფლი და მთლიანად განადგურებული მცენარეულობა (დარჩენილი იყო მხოლოდ სამი კუნძი). იგი კუნძულის სხვა ადგილას ხმელეთზე გადასვლის წინააღმდეგი იყო. მეორე დღეს, ჩრდილოეთით გავლილმა გემმა აღნიშნა ახალი ვულკანური ყელი „ზღვის დონიდან რამდენიმე მეტრის ზემოთ“; ეს შეიძლება ყოფილიყო ფერზენაატის რუკის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი. სეისმური აქტივობა აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელდა.

კულმინაციური ფაზა რედაქტირება

 
კუნძულის რუკა ამოფრქვევამდე და მის შემდეგ

25 აგვისტოს კრაკატაუს ამოფრქვევები გააქტიურდა. 26 აგვისტოს, დაახლოებით 13 საათზე ვულკანი პაროქსიზმულ ფაზაში შევიდა. 14 საათისთვის ფერფლის ღრუბელმა 27 კმ სიმაღლეს მიაღწია. ამ ეტაპზე ამოფრქვევა იყო უწყვეტი და აფეთქების ხმები ყოველ ათ წუთში ერთხელ ისმოდა. 20 კმ-ის არეალში მყოფი გემები იტყობინებოდნენ მძიმე ფერფლის ცვენას, რომლის დროსაც გემბანებზე ცვიოდა პემზის ნატეხები 10 სმ-იანი დიამეტრით. 18-დან 19 საათამდე მცირე ცუნამმა მიაღწია იავის სანაპიროებს, დაახლოებით 40 კმ-ის მოშორებით.

27 აგვისტოს ოთხი უზარმაზარი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მოხდა პერბოევატანზე, დილის 5 საათსა და 30 წუთზე, რამაც წარმოქმნა ცუნამი ტელოკ-ბეტონგის (ბანდარ-ლამპუნგის) მიმართულებით. 6 საათსა და 44 წუთზე ახალი აფეთქება მოხდა დანანთან, რომელსაც მოჰყვა ცუნამის ტალღები აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით. უდიდესი აფეთქება მოხდა 10 საათსა და 2 წუთზე. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3110 კმ-ის მოშორებით, ქალაქ პერთში (დასავლეთი ავსტრალია) და 4800 კმ-ის მოშორებით კუნძულ როდრიგესზე (მავრიკთან ახლოს; აქ ეს ხმა ახლოს მყოფი გემიდან გასროლილი ზარბაზნის ხმა ეგონათ) ისმოდა. მესამე აფეთქების ხმა ცნობილია, როგორც ყველაზე მაღალი ხმა, რომელიც ისტორიაში გაუგიათ:[1][2] გამოთვლილია, რომ 160 კმ-ით დაშორებით გაგონილი ხმა 180 დეციბელს უდრიდა.[3] თითოეულ აფეთქებას თან ახლდა ცუნამი, რომელიც დაახლოებით 30 სიმაღლისა იყო. ზონდის ყურესა და სუმატრის ზოგიერთ ნაწილს ზიანი მიადგა პიროკლასტიკური ნაკადის მიერ. აფეთქების შედეგად გამოთავისუფლებული ენერგია დაახლოებით 200 მეგატონ TNT-ს უდრიდა[4] და ცარ-ბომბაზე, ყველაზე ძლიერი ბირთვულ იარაღზე ოთხჯერ ძლიერი იყო. 10 საათსა და 41 წუთზე მეწყერმა მოგლიჯა ვულკან რაკატის ნახევარი, რამაც საბოლოო აფეთქება გამოიწვია.

საბოლოო ფეთქებადი ამოფრქვევა რედაქტირება

 
კრაკატაუს მიმდებარე კუნძულების ევოლუცია

მეოთხე კოლოსაური აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ტალღის სიჩქარე 1 086 კმ/სთ იყო. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამოფრქვევის ხმამ 5000 კმ-ში 310 დეციბელს მიაღწია.[5] ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ 64 კმ-ის მოშორებით, ზონდის ყურეში გემებზე მყოფ მეზღვაურთა დაფის აპკები გაარღვია,[5] ხოლო 160 კმ-ით მოშორებულ ობიექტებს 8.5 მეგაპასკალი წნევით დაარტყა, მაგ., ბატავიაში გაზის მომპოვებლები დარტყმამ ბორტიდან გადაყარა.

უზარმაზარმა ტალღამ თბომავალი „ბეროუ“ (Berouw) 2,4 კმ-ზე ხმელეთისაკენ გადაისროლა.[6]

წნევის ტალღა სხვადასხვა ბაროგრაფებმა ჩაიწერე მსოფლიოს მასშტაბით. ხუთი დღის განმავლობაში რამდენიმე ბაროგრაფმა 7-ჯერ აღწერა ტალღა: 4-ჯერ, როდესაც ტალღა ვულკანიდან მის ანტიპოდალური წერტილისაკენ მიდიოდა, და 3-ჯერ, როდესაც უკან დაბრუნდა. აქედან გამომდინარე ტალღამ სამნახევარჯერ შემოუარა დედამიწას. სვეტის სიმაღლემ 80 კმ-ს მიაღწია.

ამის შემდეგ ამოფრქვევა თანდათან შემცირდა და 28 აგვისტოს დილას კრაკატაუ „გაჩუმდა“. მცირე ამოფრქვევები, ძირითადად ტალახის, ოქტომბრამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის კუნძულის მხოლოდ 30%-ზე ნაკლები გადარჩა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Dickins, Rosie; "The Children's Book of Art (An introduction to famous paintings)" Usborne Publishing Ltd., Usborne House, 83–85 Saffron Hill, London ISBN 978-0-439-88981-0 (2005)
  • Furneaux, Rupert; Krakatoa (1965) London, Secker and Warburg.
  • Self, Stephen; Rampino, Michael R. (1981). „The 1883 eruption of Krakatau“. Nature. 294 (5843): 699–704. Bibcode:1981Natur.294..699S. doi:10.1038/294699a0.
  • Simkin, Tom and Richard S, Fiske (editors); Krakatau, 1883 – the volcanic eruption and its effects (1983) Washington, D.C. : Smithsonian Institution Press. ISBN 0-87474-841-0
  • Verbeek, Rogier Diederik Marius (1884). „The Krakatoa eruption“. Nature. 30 (757): 10–15. Bibcode:1884Natur..30...10V. doi:10.1038/030010a0.
  • Verbeek, Rogier Diederik Marius; Krakatau. Batavia, 1885, Internet Archive link
  • Winchester, Simon, "Krakatoa: The Day the World Exploded: August 27, 1883", New York: Harper Collins (2003), ISBN 978-0-06-083859-1

სქოლიო რედაქტირება

  1. "How Krakatoa made the biggest bang"; The Independent, 3 May 2006
  2. (1888) Symons, G.J. (ed) The Eruption of Krakatoa and Subsequent Phenomena (Report of the Krakatoa Committee of the Royal Society). London, 1888. Internet Archive. ციტირების თარიღი: 2015-05-05. 
  3. Oliveira, Justin M.; Vedo, Sabrina; Campbell, Michael D.; Atkinson, Joseph P.. KSC VAB Aeroacoustic Hazard Assessment გვ. 43. KSC Engineering, NASA (2010). ციტირების თარიღი: 15 November 2016.
  4. The eruption of Krakatoa, August 27, 1883. Commonwealth of Australia 2012, Bureau of Meteorology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-18. ციტირების თარიღი: 5 April 2012.
  5. 5.0 5.1 Winchester, Simon (2003). Krakatoa: The Day the World Exploded, August 27, 1883. Penguin/Viking. ISBN 978-0-670-91430-2. 
  6. The Night the World Exploded – The Eruption of Krakatoa