კრაგუევაცი[1] (სერბ. Крагуjeвац) — ქალაქი სერბეთის ცენტრალურ ნაწილში, შუმადიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 150 835 მცხოვრები (2011).[2] მდებარეობს მთათაშორის ქვაბულში, მდინარე ლეპენიცაზე (ველიკა-მორავის მარჯვენა შენაკადი, დუნაის აუზი). საავტომობილო გზების კვანძი. რკინიგზის სადგური.[3]

ქალაქი
კრაგუევაცი
სერბ. Крагуjeвац

თავიდან: ქალაქის ასამბლეის შენობა, 21 ოქტომბრის მემორიალური პარკი, ეროვნული მუზეუმი, ღვთისმშობლის ამაღლების ეკლესია, არქიტექტურა კრაგუევაცში, თეატრის შენობა, ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა მემორიალი, კრაგუევაცის მეორე გიმნაზია
დროშა გერბი

ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
რეგიონი შუმადია და დასავლეთი სერბეთი
ოლქი შუმადიის ოლქი
კოორდინატები 44°00′51″ ჩ. გ. 20°56′22″ ა. გ. / 44.01417° ჩ. გ. 20.93944° ა. გ. / 44.01417; 20.93944
დაარსდა 1476
ფართობი 82,83 კმ²
ცენტრის სიმაღლე 180 მეტრი
მოსახლეობა 150 835 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1800 კაცი/კმ²
აგლომერაცია 179 417
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 34
საფოსტო ინდექსი 34000
საავტომობილო კოდი KG
ოფიციალური საიტი http://www.kragujevac.rs
კრაგუევაცი — სერბეთი
კრაგუევაცი

პირველად იხსენიება 1476 წლის თურქულ დოკუმენტებში. XVII–XVIII საუკუნეებში ანტითურქული აჯანყებების ერთ-ერთი ცენტრი იყო. 1818–1841 წლებში სერბეთის სამთავროს დედაქალაქს წარმოადგენდა. 1868–1880 წლებში სერბეთში პირველი პარლამენტი კრაგუევაცში მდებარეობდა. XIX საუკუნის მე-2 ნახევრიდან სამხედრო მრეწველობის მსხვილი ცენტრია (1851 წელს აშენდა იარაღის ქარხანა). 1887 წელს გაიყვანეს სარკინიგზო ხაზი ლაპოვო – კრაგუევაცი. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სერბეთის დროებითი დედაქალაქი იყო (1914–1915). 1941 წლის აპრილიდან 1944 წლის ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ; 1941 წლის 11 ნოემბერს ოკუპანტებმა 7 ათასი მცხოვრები დახვრიტეს, არსებობს მათი მემორიალური პარკი. 1999 წელს დაიბომბა NATO-ს ძალების მიერ, იუგოსლავიაში შეჭრის დროს.[3]

ქალაქის ისტორიული ნაწილი მდინარე ლეპენიცის გაყოლებაზე მდებარეობს. აღსანიშნავია სულიწმიდის მოფენის ეკლესია (ე.წ. ძველი ეკლესია, 1818; 1907 წლის სამრეკლოთი), ახალბიზანტიურ სტილში აგებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ქალაქის საკათედრო ტაძარი (ე.წ. ახალი ეკლესია, 1869–1884; არქიტექტორი — ა. ანდრეევიჩი); წმ. დიმიტრის (1991), წმ. საბას (1993), ჯვართამაღლების (1995), წმ. პანტელეიმონის (1996) ეკლესიები. საერო დანიშნულების ნაგებობებს შორისაა: ამიჯინის სასახლე (1819–1824) თავად მილოშ ობრენოვიჩის კარის შენობათა კომპლექსიდან, ს. მარკოვიჩის სახლი (1840), ეროვნული ასამბლეის ძველი შენობა (1859, 1992-დან ეროვნული მუზეუმია), თავად მიხაილ ობრენოვიჩის სასახლე (1860), გიმნაზია (1885–1887), სამსხმელოს (1851; დღეს მეტალურგიის მუზეუმი) და სამჭედლოს (1880-იანი წწ.) შენობები, იარაღის ქარხნის საამქროები, მერიისა და სასამართლოს შენობები (1903–1907), სახლი „მოსკოვი“ (1911), ქარხნის სამმართველოს შენობა (1926), ეროვნული ბანკის შენობა (1939–1940).[3]

ქალაქში არის უნივერსიტეტი (1976), ეროვნული ბანკი (1866). აღსანიშნავი მუზეუმებია: ეროვნული (1818), მემორიალური „კრაგუევაცის ოქტომბერი“ (გაიხსნა 1976 წელს) და სხვ. აგრეთვე არის სამხატვრო გალერეა (XIX–XX საუკუნეების სერბული ფერწერა), თანამედროვე ხელოვნების გალერეა, იოაკიმ ვუიიჩის სახელობის თეატრი (1835), ოკეანარიუმი.[3]

წინათ კრაგუევაცი უმთავრესად შუმადიის სასოფლო-სამეურნეო რაიონის (მარცვლეული, ბაღჩეული, თამბაქო; ბაღები) ცენტრი იყო.[1] ახლა სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის მსხვილი ცენტრია (ძირითადი საწარმოები 1999 წლის განადგურების შემდეგ აღდგა). მოქმედებს საავტომობილო ქარხანა „Zastava Automobile“ (ყოფ. „Црвена Застава“; შეიქმნა 1953 წელს ყოფილი იარაღის ქარხნის საამქროებში; მუშაობს იტალიურ კონცერნ FIAT-თან თანამშრომლობით; 2007 წელს იწარმოა 18,6 ათ. მსუბუქი ავტომობილი). კომპანიათა ჯგუფი „Zastava Holding“ აგრეთვე უშვებს სატვირთო ავტომობილებსა და მიკროავტობუსებს (7 ათ. 2007 წელს), ნაჭედ ნამზადებს, ცეცხლსასროლ იარაღს და სხვ. განვითარებულია ავტომობილების კომპლექტური დეტალების, კვანძებისა და აგრეგატების (ქარხანა „TPV Šumadija“), რადიოაპარატების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სამთო მოწყობილობების წარმოება. არის ლითონდასამუშავებელი, ქიმიური, მსუბუქი (საფეიქრო და ტყავის), კვების (საფქვავი და რძის), ხე-ტყის გადამამუშავებელი, პოლიგრაფიული მრეწველობის საწარმოები; მიმდინარეობს სამშენებლო მასალათა წარმოებაც.[3]

კრაგუევაცის სიახლოვესაა პეტკოვიცის (წმ. პარასკევას XIII საუკუნის ეკლესია, XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის მე-2 ნახევრის ფრესკები), ხარების (XIV–XV საუკუნეების ხარების ეკლესია, XIV საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის მოხატულობა) მონასტრები, წმ. ნიკოლოზის ეკლესია სოფელ რამაჩაში (დაახლ. 1395 წლის ფრესკები).[3]

ჰავა რედაქტირება

ჰავის მონაცემები — კრაგუევაცი (1981–2010, ექსტრემუმები 1961–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 20.6 24.2 29.4 31.4 35.4 39.4 43.9 40.4 37.4 32.6 27.6 21.0 43.9
საშუალო მაღალი °C 5.2 7.3 12.5 17.8 23.0 26.1 28.7 28.8 24.0 18.5 11.6 6.2 17.5
საშუალო დღიური °C 0.9 2.3 6.6 11.7 16.7 20.0 21.9 21.5 16.9 11.9 6.4 2.1 11.6
საშუალო დაბალი °C −2.6 −1.9 1.8 5.9 10.6 13.8 15.3 15.1 11.3 7.1 2.5 −1.1 6.5
რეკორდულად დაბალი °C −27.6 −23.8 −18.3 −5.8 −0.6 2.7 7.2 4.6 −2.2 −6.6 −16.4 −20.7 −27.6
საშუალო ნალექი (მმ) 37.9 37.0 42.3 53.9 58.7 76.4 57.7 58.6 51.6 48.9 49.5 45.8 618.5
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0,1 მმ) 12 12 11 12 13 12 9 8 9 10 11 13 132
თოვლიანი დღეები საშუალოდ 8 7 4 1 0 0 0 0 0 0 3 7 29
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 79 75 69 67 68 68 65 67 72 75 77 81 72
საშუალო თვიური მზიანი საათები 71.9 94.8 144.5 180.4 234.5 257.4 293.5 275.5 200.8 152.1 93.9 63.7 2 078,1
წყარო: სერბეთის რესპუბლიკური ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 10.
  2. 2011 Census of Population, Households and Dwellings in the Republic of Serbia: Comparative Overview of the Number of Population in 1948, 1953, 1961, 1971, 1981, 1991, 2002 and 2011, Data by settlements. Statistical Office of Republic Of Serbia, Belgrade (2014). ციტირების თარიღი: 2014-06-27.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Лобанов, М.. Крагуевац (რუსული). БРЭ-онлайн. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-26. ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2020.
  4. 1981–2010 წლების პერიოდის მეტეოროლოგიურ ელემენტთა თვიური და წლიური საშუალო, მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები (სერბული). სერბეთის რესპუბლიკური ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2017.