კოხტა (წალკის მუნიციპალიტეტი)

კოხტა (2010 წლის 20 ნოემბრამდე„ახალიკი“[2][3], აბანო[4]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები კოხტა, ჩრდილისუბანი, ხარება).[5]

სოფელი
კოხტა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი კოხტა
კოორდინატები 41°35′54″ ჩ. გ. 44°08′34″ ა. გ. / 41.59833° ჩ. გ. 44.14278° ა. გ. / 41.59833; 44.14278
მოსახლეობა 228[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 73 %
აზერბაიჯანელები 15 %
ბერძნები 9 %
სატელეფონო კოდი +995
კოხტა (წალკის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
კოხტა (წალკის მუნიციპალიტეტი)
კოხტა (წალკის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
კოხტა (წალკის მუნიციპალიტეტი)

სოფელში დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. შემოსილია თლილი ქვის დიდი კვადრებით. აქვს სამი სარკმელი აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთი სარკმელი კვეთილი ნახევრად წრიული სათაურითაა შემკული. აღმოსავლეთ სარკმლის თავზე ამოკვეთილია ოთხკუთხედში ჩასმული ჯვარი. ეკლესია განაახლეს ჩამოსახლებულმა ბერძნებმა XIX საუკუნის 30-იან წლებში, რის შედეგადაც დაიკარგა ქართული წარწერები, დარჩა მხოლოდ ცალკეული ასოები. ჩრდილოეთ კედელში, აღდგენის დროს, საფლავის ქვებიც გამოუყენებიათ. ეკლესიაში ხის კანკელია.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება