კოჭიო (ყოფ. კაჭიო) — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (კაჭიო, აგანა, ალათუბანი, ბეჟანო, მოდეგა, სირქვა). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1720 , ახალქალაქიდან 24 კმ. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა.

სოფელი
კოჭიო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი კოჭიო
კოორდინატები 41°34′48″ ჩ. გ. 43°31′21″ ა. გ. / 41.58000° ჩ. გ. 43.52250° ა. გ. / 41.58000; 43.52250
ადრეული სახელები კაჭიო
ცენტრის სიმაღლე 1720
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 421[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
კოჭიო — საქართველო
კოჭიო
კოჭიო — სამცხე-ჯავახეთის მხარე
კოჭიო
კოჭიო — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
კოჭიო

კოჭიოს ეკლესია რედაქტირება

სოფელში დგას X საუკუნის ქართული დარბაზული ეკლესია. ეკლესიის კედლები და კამარა ამოყვანილია ადგილობრივი მოწითალო ფერის კარგად დამუშავებული ქვით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადის სარკმლები, აგრეთვე ინტერიერში ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების სვეტების თავები, რომლებზედაც შუა საბჯენი თაღია ამოყვანილი, მოჩუქურთმებულია. საშენი მასალით, შესრულების მაღალი ტექნიკითა და ორიგინალური არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებით ეკლესია ჯავახეთის ხუროთმოძღვრების X საუკუნის ძეგლებს უკავშირდება. ძეგლზე იკითხება რამდენიმე მცირე წარწერა.[2]

დასავლეთის კედელზე იკითხება:

 
ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე პ(ა)ვ(ლ)ე

ჩრდილოეთის კედლის თაღთან იკითხება:

 
ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე

ეკლესიის აბსიდზე იკითხება:

 
ქ(რისტ)ე მოიხს(ენ)ე ე(უ)ლი...

ქართული ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარეობს სომხური ეკლესია. ყველა არსებული საარქივო დოკუმენტი იმაზე მეტყველებს, რომ 1863 წლამდე კაჭიოში არაა სამრევლო ეკლესია. ყველაზე ადრეული ჩანაწერი, რომელშიც წმ. მინასის სახელობის სომხური ეკლესია იხსენიება, თარიღდება 1867 წლით: „...აღეშენა ქვით და დაიფარა ხით“. 1896 წელს მისი აღდგენა მოხდა.[3]

1899 წლის ცნობილმა მიწისძვრამ ორივე ძეგლი საგრძნობლად დააზიანა. დღესდღეობით ძეგლები დაზიანებულ მდგომარეობაშია.

დემოგრაფია რედაქტირება

გურჯისტანის ვილაიეთის დავთრის დროის კაჭიო 17 კომლიანი სოფელია, ხოლო 1870 წელს მასში ირიცხება 12 კომლი.[4]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 421 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 540 267 287
2014[1]   421 211 210

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. Ростомов, И.П. Ахалкалакский уезд в археологическом отношении: Со многими рисунками и древне-грузинскими надписями в тексте. Тифлис : тип. К.П. Козловского, 1898, С. 69
  3. Samvel Karapetian, Javakhk: Critical Study of the Georgian-Language Lapidary Inscriptions and Scientific Literature by Alexandre Kananian, Yerevan, 2006
  4. ს. ჯიქია.გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 280
  5. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.