კოტის ალპები (ფრანგ. Alpes cottiennes; იტალ. Alpi Cozie) — დასავლეთ ალპების ნაწილი საფრანგეთსა და იტალიაში, ლარშის (სამხრეთით) და მონ-სენის (ჩრდილოეთით) უღელტეხილებს შორის. სიგრძე დაახლოებით 100 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 3841 მ-მდე (მონტე-ვიზო). დასავლეთით გამოეყოფა დოფინეს ალპებს. უმთავრესად აგებულია კრისტალური ფიქლებით, გნაისებით, ქვიშაქვებით. კალთები ღრმადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით (დიურანსი, არკი). დაფარულია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით.

კოტის ალპები
კოტის ალპები, მოჩანს მონტე-ვიზო (3841)
კოტის ალპები, მოჩანს მონტე-ვიზო (3841)
კოორდინატები: 44°45′ ჩ. გ. 7°00′ ა. გ. / 44.750° ჩ. გ. 7.000° ა. გ. / 44.750; 7.000
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
უმაღლესი წერტილი მონტე-ვიზო
სიმაღლე 3841 
სიგრძე 100 კმ
კოტის ალპები — საფრანგეთი
კოტის ალპები

2000-2200 მ სიმაღლეზე სუბალპური და ალპური მდელოებია, უფრო ზევით — მუდმივი თოვლი და პატარა მყინვარები. ჩრდილოეთით კვეთს ტურინ-გრენობლის რკინიგზა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება