კოტე თოლორდავა (დ. 13 მაისი, 1979 — გ. 11 აპრილი, 2015, მოსკოვი, რუსეთი) ― ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.

კოტე თოლორდავა
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1979
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი, 2015 (35 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა
  • მსახიობი
  • პროდიუსერი
მეუღლე(ები) მარიამ ჯოლოგუა (იქ. 1999–2002)
განო მელითაური (იქ. 2007–15)

ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე თეატრში ათონელზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა.[1] მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა „განო და კოტე“.

გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში, სადაც ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა[2]. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვლილი 16 საათზე იპოვეს სასტუმროს ნომერში, სადაც რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით ასევე ნაპოვნი იქნა თეთრი ფხვნილი და ერთჯერადი შპრიცი. ექსპერტიზის თქმით, მსახიობი დილით ადრე გარდაიცვალა.[3] მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.[4]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო.[5] ქორწინებიდან წყვილს ვაჟი, ბუკა ჰყავს.

მსახიობმა 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა.[6] კოტეს გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი — ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2006 მფ გამვლელი N  
2010 მფ აზნიფი   Азниф რომა
2012 მფ ჟანგის კაცი  
2012 ანა-ბანა   Ана-Бана
2012–2014 ჩემი ცოლის დაქალები   დიტო შარაშენიძე
2013 ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი   დიტო შარაშენიძე
2014 ჩემი ცოლის დაქალი კინოში   დიტო შარაშენიძე
2014 ტაქსი   ჯღარკო
2014 დფ ვინ მოკლა ილია   ილია ჭავჭავაძე
2014 ნაღმი   Landmine Goes Click ილია
2015 3+3   გელა
2015 ირმის ნახტომი   Млечный путь ტაქსისტი

ნათამაშები როლები რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი რედაქტირება

თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი რედაქტირება

თეატრში ათონელზე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება