კოტეს სამეფო (სინჰალ. කෝට්ටේ රාජධානිය) — XV საუკუნეში შრი-ლანკის ტერიტორიაზე არსებული სამეფო, რომლის ცენტრსაც დღევანდელი კოლომბოს გარეუბანი შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე წარმოადგენდა. მისი მმართველი პარაკრამაბაჰუ VI იყო ბოლო ადგილობრივი წარმომავლობის მეფე რომელმაც მთლიანი შრი-ლანკის ერთი ხელისუფლების ქვეშ გაერთიანება შეძლო.

კოტეს სამეფო
სინჰალ. කෝට්ටේ රාජධානිය

1412–1597
 

დროშა

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქი კოტე
ენები სინჰალა
მთავრობა მონარქია
კოტეს მეფე
 -  1412-1467 პარაკრამაბაჰუ VI (პირველი)
 -  1508-1528 პარაკრამაბაჰუ IX
 -  1551-1597 დჰარმაპალა (ბოლო)
ისტორია
 -  ალ შრი-ლანკის გაერთიანება 1412
 -  გაუქმება 1597

ეტიმოლოგია რედაქტირება

ტერმინი კოტე სინჰალზე ნიშნავს ციხე-სიმაგრეს. ის მომდინარეობს ინდო-არიული ფუძიდან კოტა,[1] რომელიც აღნიშნავს სიმაგრეს ან გამაგრებულ დასახლებას. ითვლება რომ მისი დასახელება წარმოდგა გამპოლის მეფის ალაკესვარას მიერ დაარსებული ციხე-სიმაგრიდან.

დაარსება რედაქტირება

გამპოლის სამეფოს მინისტრის ალაკესვარას (1370–1385) მიერ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში დაარსებული ციხე-სიმაგრეში 1412 წელს პარაკრამაბაჰუ VI–მ დედაქალაქი გადაიტანა, რაც კოტის სამეფოს დაარსებად ითვლება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება