კოტაბატო (ოფიციალურად ქალაქი კოტაბატო (მაგ: Ingud nu Kutawatu;; ტაგ: Lungsod ng Cotabato) — მესამე კლასის დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი ფილიპინებში, მაგინდანაოს პროვინციაში, ბანგსამოროს რეგიონში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 299 438 ადამიანს შეადგენს და ფილიპინებში დამოუკიდებელ შემადგენელ ქალაქებს შორის ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქია.

კოტაბატო
Kuta Watu
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 7°13′00″ ჩ. გ. 124°15′00″ ა. გ. / 7.21667° ჩ. გ. 124.25000° ა. გ. / 7.21667; 124.25000
ფართობი 176.00 კმ²
ცენტრის სიმაღლე 102 მეტრი
მოსახლეობა 325 079 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 64
საფოსტო ინდექსი 9600
ოფიციალური საიტი http://www.cotabatocity.ph
კოტაბატო (ქალაქი) — ფილიპინები
კოტაბატო (ქალაქი)

კოტაბატო ადრე ფილიპინების XII რეგიონის რეგიონულ ცენტრს წარმაოდგენდა, მაგრამ ბანგსამოროს ორგანული კანონის რატიფიცირების შემდეგ ბანგსამოროს შემადგენლობაში აღმოჩნდა და მისი რეგიონული ცენტრი გახდა. ქალაქი გეოგრაფიულად მაგინდანაოს პროვინციაში მდებარეობს, მაგრამ დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქის სტატუსი გაგმო პროვინციული მთავრობის რეგულაციებისგან თავისუფალია. სტატისტიკური მიზნებით ფილიპინების სტატისტიკის სააგენტო კოტაბატოს დამოუკიდებელ ერთეულად გამოყოფს.

გეოგრაფია რედაქტირება

 
კოტაბატოს პროვინციის რუკა, 1918 წელი

კოტაბატო მანილიდან 1 294.4 კმ-ის (698.9 საზღვაო მილი) დაშორებით მდებარეობს. ჩრდილოეთიდან სულთან-კუდარათის მუნიციპალიტეტები: კაბუნტალანი და დათუ-ოდინ-სინსუათი ესაზღვრება. დასავლეთით ილანის ყურე, მოროს ყურის ნაწილი მდებარეობს. კოტაბატოს ფართობი 176 კმ²-ია. ქალაქი მდინარე მინდანაოსა და პულანგის შეერთების ადგილას მდებარეობს.[2]

ურბანული სივრცეები რედაქტირება

კოტაბატო 27 ურბანულ ბარანგაის მოიცავს, რომლებიც ორ მთავარ ურბანულ სივრცედ იყოფა: ქვედა საქალაქო სივრცედ და ზედა საქალაქო სივრცედ.

ქვედა საქალაქო სივრცე რედაქტირება

ქვედა საქალაქო სივრცე მოიცავს პობლაკიონისა და ბაგუის ბარანგაებს, სადაც 150 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორია ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს და ხშირი წყალდიდობებია დამახასიათებელია. კოტაბატოს ეს სივრცე საბანკო, სავაჭრო და კომერციული ცენტრია. ქალაქის ამ ნაწილში 20-მდე ბანკია განთავსებული, მათ შორის ფილიპინების ცენტრალური ბანკიც. ქვედა საქალაქო სივრცეში მდებარეობს რამდენიმე მთავარი სასწავლო დაწესებულებაც, როგორებიცაა: ნოტრ-დამის უნივერსიტეტი, კოტაბატოს ცენტრალური საპილოტე სკოლა და სხვ.

ზედა საქალაქო სივრცე რედაქტირება

 
კოტაბატოს ქვედა საქალაქო სივრცის ხედი, 2019 წელი

ზედა საქალაქო სივრცე მოიცავს ბარანგაებს როსარის სიმაღლეებიდან ქალაქის მერიამდე. ეს ნაწილი ქალაქის სერვის ცენტრია, რადგანაც XII რეგიონისა და ბანგსამოროს რეგიონული სამთავრობო სააგენტოები აქაა განლაგებული. ზედა საქალაქო სივრცეში მდებარეობს კოტაბატოს რეგიონული და სამედიცინო ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორებიცაა: კოტაბატოს სახელმწიფო პოლიტექნიკური კოლეჯი, AMA-ის კომპიუტერული კოლეჯი და სხვ.

ტოპოგრაფია რედაქტირება

ქალაქი მაგინდანაოს პროვინციის დაბლობ ნაწილში მდებარეობს. კოტაბატოში სულ 37 ბარანგაია, რომლებიც დაბლობ და მცირედ დახრილ ფერდობებზეა გაშენებული. ქალაქი ორი მდინარის დელტასთანაა გაშლილი. ტერიტორიის 70%-ზე მეტი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ზღვის დონიდან შედარებით მაღლა მხოლოდ ორი ობიექტი მდებარეობს: PC ბორცვი და ტიმაკოს ბორცვი, შესაბამისად, ზღვის დონიდნა 90 და 150 ფუტის სიმაღლეზე.

ურბანული სივრცეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შერეული გამოყენების სასოფლო-სამეურნეო დასახლებებია. ქალაქის მდინარეები ბუნებრივი დრენაჟის ფუნქციასაც ასრულებენ და სოფლის მეურნეობაში, ინდუსტრიულ და საყოფაცხოვრებო საქმიანობაშიც გამოიყენება.

ბარანგაები რედაქტირება

კოტაბატო პოლიტიკურად 37 ბარანგაიდ იყოფა.[3][4] ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს კლასიფიკაციით მათგან 27 ურბანულია.

კლიმატი რედაქტირება

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით კოტაბატო ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2 487.8 მმ-ს უდრის.

დემოგრაფია რედაქტირება

 
კოტაბატოს მერიის ძველი შენობა

კოტაბატოს მოსახლეობის ნახევარი მაგინდანაოს ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. 14% სებუანოს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, 9.7% — ტაგალები არიან, 5.6% — ჰილიგაინონები, 2.7% — ბინისაიები და 2% — ჩინელები. მცირე ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ტაუსუგები, ტედურაიები, ილოკანოები, მარანაოები და ინდოელები.[5]

ენები რედაქტირება

ქალაქის მოსახლეობის მთავარი ენებია მაგინდანაოს, ტაგალური და სებუანური ენა, რომლებზეც ქრისტიანებიც და მუსლიმებიც საუბრობენ. მოსახლეობის მცირე ნაწილი ირანუნის, მარანაოს, ინგლისურ და არაბულ ენებზე საუბრობს. ჩაბაკანოს დიალექტს ხშირად კოტაბატენიოს უწოდებენ.[6]

რელიგია რედაქტირება

ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით (2015) კოტაბატოს მოსახლეობის 76.15% ისლამის, ძირითადად სუნიზმის მიმდევარია.[7] რელიგიურ უმცირესობებს ქრისტიანები, ბუდისტები და სხვა სექტების წარმომადგენლები მიეკუთვნებიან.

ფილიპინების მასშტაბით ყველაზე მეტი მეჩეთი კოტაბატოში მდებარეობს. სულთან ჰაჯი ჰასანალ ბოლკიაჰის მეჩეთი 15 000 მლოცველს იტევს.[8] ქალაქი კოტაბატოს არქიეპარქიას მიეკუთვნება, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაშია.[9]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Disaster Preparedness of Schools by Abdul Raffi A. Abas
  3. Philippine Standard Geographic Code. Philippine Statistics Authority. ციტირების თარიღი: 28 November 2018.
  4. Philippine Standard Geographic Code. Philippine Statistics Authority. ციტირების თარიღი: 28 November 2018.
  5. Philippine Statistics Authority. (July 26, 2000) Cotabato City Census. ციტირების თარიღი: November 17, 2018.
  6. Philippine Statistics Authority. (July 26, 2000) Cotabato City Census. ციტირების თარიღი: November 17, 2018.
  7. Philippine Statistics Authority. (July 26, 2017) Muslim Population in Mindanao (based on POPCEN 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 4, 2019. ციტირების თარიღი: Aug 31, 2018.
  8. Maitem, Jeoffrey (21 July 2012). „Muslims still overwhelmed by nation’s biggest mosque“. Inquirer Mindanao. ციტირების თარიღი: 3 March 2019.
  9. Sarmiento, Bong (25 February 2019). „Catholic priests in BARMM welcome BTA with guarded optimism“. MindaNews. ციტირების თარიღი: 3 March 2019.