კოსოვოს ეროვნული თეატრი

კოსოვოს ეროვნული თეატრი (ალბ. Teatri Kombëtar) — ოპერის თეატრი კოსოვოში, მდებარეობს კოსოვოს რესპუბლიკის ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს დედაქალაქ  პრიშტინაში. კოსოვოს ეროვნული თეატრი ერთადერთი სახელმწიფო თეატრია კოსოვოში. მას აფინანსებს კოსოვოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო.

კოსოვოს ეროვნული თეატრი
Teatri KombëtarTeatri Kombëtar

კოსოვოს ეროვნული თეატრი, 2012
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი ეროვნული
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ქალაქი პრიშტინა
მდებარეობა კოსოვოს დროშა კოსოვო
მისამართი Mother Theresa Square. No.21. 10000 Pristina
კოორდინატები 42°39′47″ ჩ. გ. 21°09′52″ ა. გ. / 42.6631806° ჩ. გ. 21.1645306° ა. გ. / 42.6631806; 21.1645306
მფლობელი კოსოვოს მთავრობა
დაიწყო 1946
გაიხსნა 1946
განახლდა 1949

1989 წლამდე თეატრში დაიდგა 400-მდე პრემიერა და 10000 წარმოდგენა, რომელსაც 3 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო. [1][2]

ისტორია რედაქტირება

კოსოვოს ეროვნული თეატრი დაარსდა 1945 წელს ქალაქ პრიზრენში. ის  პირველი პროფესიული თეატრი იყო კოსოვოში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. თავდაპირველად მას უწოდებდნენ სახალხო პროვინციულ თეატრს, რომელიც მდებარეობდა სპორტულ ცენტრ „პარტიზანში“. წარმოდგენებისთვის განკუთვნილი სპორტული ცენტრის პატარა სცენა თეატრის მოთხოვნებს ვერ პასუხობდა.

კოსოვოში პირველი პროფესიული თეატრის დამფუძნებლები იყვნენ პავლე ვუგრინაკი, მილანი და კიკა პეტროვიჩი, რომლებმაც შეკრიბეს ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობები, თეატრის დირექტორად აირჩიეს შეფქეთ მუსლიუ. მას შემდეგ რაც თეატრმა 14 კაციანი დასი შეკრიბა და გამართა 2 პრემიერა,  მისი დაარსების ოფიციალურ თარიღად  1945 წლის 7 ოქტომბერი გამოცხადდა.[3]

თეატრის პირველი  პრემიერა აღინიშნა სპექტაკლით "შაქრის ბურთი" (ალბ.Topi i sheqerit), რასაც მოჰყვა 16 სხვა წარმატებული პრემიერა და გასტროლები კოსოვოში. 1946 წელს თეატრი გადავიდა პრიშტინაში. მალე დაიწყო  ახალი თეატრის მშენებლობა და დასმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ამ დროს ახალგაზრდა მსახიობები სხვა საოპერო თეატრებში გადანაწილდნენ. ორი წლის შემდეგ, 1949 წლის 1 მაისს, სერბეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა გეგმა თეატრის აღორძინების შესახებ.[4]მილუტინ იასნიკი დაინიშნა თეატრის ახალ დირექტორად.  წლის შემდეგ პირველი სპექტაკლი „ხიდი“ დაიდგა დრაგუტინ ტოდიჩის რეჟისორობით  პრიშტინას ახალ თეატრალურ შენობაში. 1951 წელს გამოიცა კანონი სახალხო პროვინციული თეატრის შესახებ და ამან შესაძლებელი გახადა თეატრის სწრაფი განვითარება. დასს ბევრი ახალი მსახიობი შეუერთდა. პროფესიონალი რეჟისორების ნაკლებობის გამო, ორმა მსახიობმა (აბდურაჰმან შალამ და მუჰარემ ყენამ) გადამზადება გაიარა დობრიცა რადენკოვიჩთან. მალე ისინი თეატრის წარმატებულ და ცნობილ  რეჟისორებად ჩამოყალიბდნენ. შემდგომ წლებში თეატრს შეემატნენ ახალი  ნიჭიერი რეჟისორები აზემ შკრეელი და რამიზ კელმენდი. მათი ძალისხმევით თეატრი მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა. 90-იან წლების მოვლენებმა კოსოვოს თეატრზეც იქონია გავლენა. ომის შემდეგ  1999 წელს თეატრის სახელი შეიცვალა და სახალხო პროვინციული თეატრის ნაცვლად კოსოვოს ეროვნულ თეატრი ეწოდა.[5][6]

 
ნაწყვეტი სპექტაკლიდან, 2008.

1981 წლიდან კოსოვოს ომის დასრულებამდე თეატრი სერბეთის პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მუშაობდა. ბევრი ალბანელი არტისტი სამსახურიდან არ გაათავისუფლეს, მაგრამ შეიქმნა პარალელური საგანმანათლებლო თეატრები. დათხოვნილ ხელოვანთა უმეტესობამ კარიერა პარალელურ თეატრებში გააგრძელა, ნაწილი კი დღეს ეროვნული თეატრის შემადგენლობაშია .

ომის შემდეგ მომდევნო 10 წლის განმავლობაში თეატრმა უმასპიმძლა  მრავალ საერთაშორისო და ეროვნულ გამოფენას და ფესტივალს. მიუხედავად სოციალური არეულობისა და პოლიტიკური ზეწოლისა, კოსოვოს ეროვნულმა თეატრმა მოიპოვა მრავალი შემოქმედებითი ჯილდო ფესტივალებზე, მათ შორის:  "Sterja`s Festival" ნოვი - სადში, "Small Experiment Stage" სარაევოში და მრავალი სხვა. თეატრი აწყობს უამრავ ღონისძიებას, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს პრიშტინას სცენაზე იხილონ საერთაშორისო წარმოდგენები. ზოგიერთ ღონისძიებებს უამრავი მაყურებელი ესწრება. მათგან აღსანიშნავია:  გერმანული კვირეული, ფრანკოფონიის კვირეული და შვეიცარიის კვირეული.[7][8]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ministry of Culture, Youth and Sport - Republic of Kosovo
  2. "Teatri Kombetar i Kosoves". Archived from the original on 2017-11-07. Retrieved 2014-03-02.
  3. Sokoli, Qemal. Zhvillimi i Teatrit Kombetar te Kosoves. Pristina: Litografia, 2006, Pg.13
  4. Sokoli, Qemal. Zhvillimi i Teatrit Kombetar te Kosoves. Pristina: Litografia, 2006, Pg.12
  5. Sokoli, Qemal. Zhvillimi i Teatrit Kombetar te Kosoves. Pristina: Litografia, 2006, Pg.14
  6. Zariqi. M. and Jevriqi. D. Per dramen dhe teatrin ne gjuhen shqipe ne Kosove, Jedinstvo. Prishtine:25.04.1980
  7. "Evolucion Academy - Teatri Kombetar". Archived from the original on 2014-03-09. Retrieved 2014-03-02.
  8. Ramadani, Musa. Fjala ne skene. Prishtine: Rilindja, 1980