კოსი (ჰინ. कोसी नदी) — მდინარე და ნეპალსა და ინდოეთში, განგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაკადი. კოსის ზოგიერთი შენაკადი ჩინეთის ტერიტორიაზე, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში იღებს სათავეს.

კოსი

განგი და მისი შენაკადები
ქვეყანა ნეპალის დროშა ნეპალი, ინდოეთის დროშა ინდოეთი
სიგრძე 729 კმ
აუზის ფართობი 69 300 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} კოსი ვიკისაწყობში
კოსი ნეპალში

შენაკადებთან ერთად, კოსის აუზის 29 400 კმ² ჩინეთში მდებარეობს, 30 700 კმ² ნელაპში და 9 200 კმ² ინდოეთში. აუზი გარსშემორტყმულია ქედებით, რომლებიც მას ჩრდილოეთით მდინარე იარლუნგ-ცანგპოსგან, დასავლეთით განდაკისგან და აღმოსავლეთით მაჰანანდისგან გამოყოფს. მნიშვნელოვანი შენაკადები უერთდება მაჰაბჰარატის ქედზე.

250 წლის მანძილზე, კოსის დინებამ 120 კმ-ით გადაინაცვლა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, რისი მიზეზიც დატბორვებისას დაგროვილი ქვიშაა. დატბორვებს ინდოეთში უკიდურესი ეფექტები აქვს და ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორეა დატბორვებისას გარდაცვლილთა მხრივ ბანგლადეშის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: