კორუნიის ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთის და ბრიტანეთის ჯარებს შორის 1809 წლის 16 იანვარს ესპანეთში, ქალაქ კორუნიასთან (ლა-კორუნია), ნაპოლეონის ომებისა და ნახევარკუნძულის ომის ერთ-ერთი ეპიზოდი.

გენერალ ჯონ მურის სიკვდილი.

1808 წლის ნოემბერ-დეკემბრის კამპანიაში ნაპოლეონის მიერ ესპანეთის ჯარების დამარცხების შემდეგ ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსმა (დაახლ. 16 ათასი კაცი, 12-მდე ქვემეხი) გენერალ-ლეიტენანტ ჯონ მურის სარდლობით უკან დაიხია სანაპიროსკენ, კორუნიას მიმართულებით, საიდანაც სამეფო ფლოტს მისი ევაკუაცია უნდა განეხორციელებინა. ბრიტანელებს ფეხდაფეხ მისდევდა საფრანგეთის მარშალ ნიკოლა ჟან დე დიე სულტის კორპუსი (დაახლ. 16 ათასი კაცი, 20 ქვემეხი), რომლის მოგერიებაც ბრიტანელებს უწყვეტი არიერგარდული ბრძოლებით უწევდათ. 1809 წლის 16 იანვარს ფრანგებმა იერიში მიიტანეს კორუნიას ნავსადგურში გემებში ჩასხდომის პროცესში მყოფ მტრის ჯარებზე. ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელდა. ფრანგებმა კორუნია დაიკავეს, თუმცა ბრიტანელების ევაკუაციისთვის ხელის შეშლა ვერ შეძლეს. ბრძოლაში ბრიტანელებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 900 კაცამდე დაკარგეს, 300 ავადმყოფი კი კორუნიაში დატოვეს. სასიკვდილოდ დაიჭრა გენერალი მურიც. ფრანგების დანაკარგები მოკლულთა და დაჭრილთა სახით 700 კაცამდე იყო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Gates, David (2002) [1986], The Spanish Ulcer: A History of the Peninsular War. Pimlico, ISBN 0-7126-9730-6.