კორუნდი — მინერალი, კრისტალური α-ალუმინის ოქსიდი (Al2O3), ტრიგონალური სინგონიით.

კორუნდი
კორუნდის მრავალფეროვანი სახეები
საერთო
კატეგორიაოქსიდი მინერალი - ჰემატიტების ჯგუფი
ქიმიური ფორმულაAl2O3
იდენტიფიკაცია
ფერიცისფერი, წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი
კრისტალოგრაფიაბიპირამიდალური, პრიზმატული, რომბოედრული კრისტალები, მასიური ან გრანულირებული
კრისტალის სინგონიატრიგონალური
მინერალის მონატეხინიჟარისებულიდან ხიწვისებურამდე
სიმაგრე მოოსის სკალით9
მინერალის ელვარებამინისებური
ხაზის ფერითეთრი
სიმკვრივე3,9—4,1 კგ/მ³
ლღვობის ტემპერატურა2044 °C°C
Fusibilityარალღვობადი
ხსნადობაუხსნადი
სხვა მახასიათებლებიშეუძლია ფლუორესცენცია ან ანათებს ულთრაიისფერ სხივებქვეშ

თვისებები რედაქტირება

გვხვდება როგორც ცალკეული ისე ერთად შეზრდილი კასრისებური კრისტალების ჯგუფების სახით.

ნაირსახეობები და გამოყენება რედაქტირება

 
კორუნდი ლალი - ტანზანია

კორუნდს როგორც მინერალური სახეობას გააჩნია შემდეგი ნაირსახეობები:[1]

  • ლალი, «წითელი იახონტი» — წითელი ფერისა; პირველი კატეგორიის ძვირფასი ქვა, გამჭვირვალე კარგი შეფერილობის ზოგიერთი ეგზემპლიარის ფასი ალმასზე უფრო ძვირიცაა.
  • საფირონი.
 
კორუნდის ნაირსახეობა - ცისფერი საფირონი
    • «ლურჯი იახონტი» — სხვადასხვა ინტენსივობის ლურჯი ფერისაა. ზომიერ-ინტენსიურიბის ღია-ლურჯი შეფერილობის - ძვირფასი ქვა პირველი კატეგორიისაა, მაგრამ ლალზე გაცილებით ნაკლებად ფასობს. ძალიან მუქი ან ძალიან ღია საფირონები საკმაოდ იაფი ღირს.
    • ყვითელი.
    • მწვანე (ძველი სახელია — «აღმოსავლური ზურმუხტი»).
    • იისფერი (ძველი სახელია — «აღმოსავლეთის ამეთვისტო»).
  • ვარსკვლავური ლალი — ეგზოტიკური ძვირფასი ქვა ასტერიზმის ეფექტით, მუშავდება კაბოშონის სახით.
 
მრავალფეროვანი საფირონი
  • ლეიკოსაფირონი ან «აღმოსავლური ალმასი» — უფერული და სავსებით გამჭვირვალე კორუნდი; არც ისე ძვირი ძვირფასი ქვა.
  • ჩვეულებრივი კორუნდი — გაუმჭვირვალე, მსხვილ- ან მწვრილმარცვლოვანი, მონაცრისფრო ფერის. ზოგჯერ მსხვილი გაუმჭვირვალე კრისტალები. მაღალი სიმაგრის გამო, გამოიყენებენ როგორც აბრაზიულ მასალას, მაღალი დნობის ტემპერატურის გამო გამოიყენებენ როგორც ცეცხლგამძლე მასალას, ასევე მინანქრის დასამზადებლად.

მსხვილი კარგად წარმოქმნილი კრისტალები მოიპოვება როგორც საკოლექციო ექსპონატი.

 
კორუნდი, სამხ.აფრიკა

სინთეთიკური კორუნდი რედაქტირება

აბრაზივის სახით ფართოდ გამოიყენება ხელოვნური კორუნდი, რომელიც მიიღება თიხამიწის ნედლეულის თერმული დამუშავებით. კორუნდისაგან მზადდება მჭრელი დისკები და ელექტრო კუთხური სახეხი მანქანებისთვის. ხელოვნური კორუნდი ადრე გამოიყენებოდა კორუნდის ნემსების დასამზადებლად (ძვირი ალმასის მაგივრად) — გრამპლასტინკების ჩანაწერების წარმოებისათვის.

თანმხლები მინერალები რედაქტირება

ანდალუზიტი, სილიმანიტი, რუტილი, დიასპორი, გიბსიტი, ბემიტი, შპინელი, სერპენტინი, ნეფელინი, შპატები, ქლორიტი, მაგნეტიტი.

წარმოშობა რედაქტირება

ტიპური გიპოგენური მინერალია. გვხვდება მაგმატურ ქანებში, ღარიბ სილიციუმმიწა ქანებში (სიენიტის ტიპის, ნეფელინურ სიენიტებში). მსხვილი კრისტალები მდებარეობენ პეგმატიტებში, რომლებიც გენეტიკურად კავშირშია აღნიშნულ მთის ქანებთან. მარცვლები და მეტაკრისტალები რომლებიც აღწევენ 10 სმ-ის დიამეტრს, დამახასიათებელია ღრმა მეტამორფიზმის სტადიის მეტამორფული ქანებისათვის — გნეისებისთვის, ძოწის ამფიბოლიტებისათვის, გრანულიტებისათვი. ასევე წარმოიქმნება თიხამიწით მდიდარი დანალექი ქანების კონტაქტურ-მეტამორფული ცვლილებებით. ძვირფასი ქვების ძირითად მასას პოულობენ ქვიშრობებში.

ტექნიკური კორუნდს მიიღებენ ბოქსიტების თერმული დამუშავებით.

 
კორუნდი, რუსეთი

საბადოები რედაქტირება

საბადიები: ზანსკარი (შტ. ქაშმირი), ინდოეთი; ბალანგოდის, რაკვანის და რატნაპურის ახლოს - შრი-ლანკა; ადამის ხიდი — კლდეთა გრეხილი, ჭალები და ქვიშრობი ინდოეთსა და შრი-ლანკას შორის; ამბუსიტრა, კ. მადაგასკარი; მოგოკის მარმარილოები, ბირმა; ტაილანდი; კ. ნაკსოსი, საბერძნეთი; ბანკროფტი, კრეიგმონტი, რენფრუ (შტ. ონტარიო) — კანადა; ნორვეგია; კორტლანდი (შტ. ნიუ-იორკი), აშშ. რუსეთში: სინგაგოის (კრასნოიარსკიდ მხარე), ილმენსის მთები და ვიშნოვიე მთები (ჩელიაბინსკის ოლქი, ურალი), რაი-იზის მასივი, «კოსოი ბროდი», შუა ურალი, კარელია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

შენიშვნები რედაქტირება

  1. კორუნდი და მისი ნაირსახეობები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება