კორსონი (ფრანგ. Chorson; გ. 790 წლის შემდეგ), კორსო (Chorso) ან ტორსო (Torso, Tercin) — ტულუზის გრაფი 778–790 წლებში.

კორსონი
ფრანგ. Chorson
ტულუზის 1-ლი გრაფი
მმართ. დასაწყისი: 778
მმართ. დასასრული: 790
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: გილემ ჟელონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: VIII საუკუნე
გარდ. თარიღი: 790 წლის შემდეგ

778 წელს კარლოს დიდმა ახალი აკვიტანიის სამეფო ჩამოაყალიბა და მის მეფედ თავისი ახალდაბადებული ვაჟი ლუი ღვთისმოსავი გამოაცხადა. მას მეურვედ და რეგენტად ადგილობრივ მმართველთა შორის ყველაზე ძლევამოსილი, ტულუზის გრაფი კორსონი დაუნიშნა.[1] იგი აკვიტანიის ფაქტობრივი მმართველი იყო მაშინაც, როდესაც მცირეწლოვანი ლუი მამამისს ახლდა იტალიასა და ცენტრალურ ევროპაში ლაშქრობების დროს.

788 წელს კორსონი გასკონის ჰერცოგმა ადალრიკმა დაამარცხა, ტყვედ ჩაიგდო და მხოლოდ იმ პირობით გაათავისუფლა, რომ იგი აღარასდროს აღმართავდა ხმალს გასკონის წინააღმდეგ. ამ ამბის გაგების შემდეგ, 790 წელს კარლოს დიდმა კორსონი გადააყენა და მის ადგილზე გილემ ჟელონელი დანიშნა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ზოგიერთ ისტორიულ წყაროში, მაგალითად, ასტრონომის თხზულებაში „იმპერატორ ლუდოვიკის ცხოვრება“ (თავი 3 და 5), კორსონი „ტულუზის ჰერცოგის“ ტიტულით მოიხსენიება.