კორპორატივიზმიპოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც მხარს უჭერს საზოგადოების ორგანიზებას კორპორატიულ ჯგუფებად. მაგალითად, სოფლის მეურნეობის, შრომითი, სამხედრო, სამეცნიერო ან გილდიური ასოციაციების მიერ, მათი საერთო ინტერესების საფუძველზე. [1][2] ტერმინი წარმოიშვა ლათინური კორპუსისგან, ანუ „ადამიანის სხეულიდან“. ჰიპოთეზა ავითარებს აზრს, რომ საზოგადოება მაშინ მიაღწევს ჰარმონიული ფუნქციონირების პიკს, როდესაც თითოეული მისი ნაწილი ეფექტურად შეასრულებს საკუთარ დანიშნულ ფუნქციას. მაგალითად, სხეულის ორგანოები, რომლებიც ინდივიდუალურად შეაქვთ წვლილი მის ზოგად ჯანმრთელობასა და ფუნქციონირებაში, ცენტრალიზებულია თეორიული კორპორატიული თეორიის ცენტრში.

კორპორატიალისტური იდეები წარმოიშვა ჯერ კიდევ ძველი ბერძნული და რომაული საზოგადოებების დროიდან, კათოლიკური სოციალური სწავლებისა და ქრისტიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებში ინტეგრაციით. ისინი დაჯგუფდნენ სხვადასხვა მიზნებითა და განხორციელების გზებით სხვადასხვა საზოგადოებაში, მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემებით, რომელთა შორისაც არის ავტორიტარიზმი, აბსოლუტიზმი, ფაშიზმი, ლიბერალიზმი და სოციალიზმი. [1]

კორპორატივიზმი ასევე შეიძლება გულისხმობდეს ტრიპარტიზმს - მოლაპარაკებას ბიზნესის დაინტერესებულ ჯგუფებსა და დასაქმებულს შორის ეკონომიკური პოლიტიკის დასამყარებლად. [3] ამას ზოგჯერ უწოდებენ ნეო-კორპორატივიზმს ან სოციალ-დემოკრატიულ კორპორატივიზმს. [4]

ნათესაობითი კორპორატივიზმი რედაქტირება

ნათესაური კავშირის საწარმოო კორპორატიზმი, რომელიც ხაზს უსვამს კლანური, ეთნიკური და ოჯახის იდენტიფიკაციას, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში. კონფუცის საზოგადოებები, რომლებიც დაფუძნებულია აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოჯახებსა და კლანებზე, კორპორატიზმის სახეებად ითვლებოდნენ. ჩინეთს აქვს კლანური კორპორატიზმის ძლიერი ელემენტები თავის საზოგადოებაში, რომელიც მოიცავს ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ნორმებს. [5] ისლამურ საზოგადოებებში ხშირად გვხვდება ძლიერი კლანები, რომლებიც საფუძველს უქმნიან საზოგადოებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ საზოგადოებას. [1] საოჯახო ბიზნესი მსოფლიო მასშტაბით არის გავრცელებული კაპიტალისტურ საზოგადოებებში.

კორპორატიზმი რომის კათოლიკურ ეკლესიაში რედაქტირება

შუა საუკუნეებში, კათოლიკური ეკლესია აფინანსებდა სხვადასხვა ინსტიტუტების შექმნას, მათ შორის საძმოებს, მონასტრების, რელიგიურ ორდენებს და სამხედრო გაერთიანებებს, განსაკუთრებით ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. იტალიაში შეიქმნა სხვადასხვა ფუნქციის ჯგუფები და ინსტიტუტები, მათ შორის უნივერსიტეტები, გილდიები არტისტებისა და ხელოსნებისთვის და სხვა პროფესიონალური ასოციაციები. [1] გილდიის სისტემის შექმნა წარმოადგენს კორპორატივიზმის ისტორიის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტს, რადგან იგი ითვალისწინებს ძალაუფლების გადანაწილებას გილდიების დარეგულირებისთვის და ფასების დარეგულირების საქმეში, რაც ეკონომიკური მენეჯმენტისა და კლასობრივი თანამშრომლობის კორპორატიული ეკონომიკური მოდელების მნიშვნელოვანი ასპექტია. [1]

1881 წელს რომის პაპმა ლეო XIII-მ დაავალა თეოლოგებს და სოციალურ მოაზროვნეებს შეესწავლათ კორპორატივიზმი და გამოეცათ განმარტებები მის შესახებ. 1884 წელს ფრაიბურგში, კომისიამ განაცხადა, რომ კორპორატიზმი არის „სოციალური ორგანიზაციის სისტემა, რომელსაც თავის ბაზაზე წამოწეული ჰყავს მამაკაცთა ჯგუფი მათი ბუნებრივი ინტერესებისა და საზოგადოებაში სოციალური ფუნქციების მიხედვით. როგორც სახელმწიფოს ჭეშმარიტი და სწორი ორგანოები, ისინი ხელმძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ შრომასა და კაპიტალს საერთო ინტერესების საკითხებში“. [1] კორპორატივიზმი დაკავშირებულია სტრუქტურული ფუნქციონალიზმის სოციოლოგიურ კონცეფციასთან. [6][1][7][8]

კორპორატივიზმის პოპულარობა XIX საუკუნის ბოლოს გაიზარდა და 1890 წელს ჩამოყალიბდა კორპორატიული ინტერნაციონალი, რასაც მოჰყვა კათოლიკური ეკლესიის მიერ Rerum novarum-ის გამოქვეყნება, რომელმაც პირველად განუცხადა ეკლესიის კურთხევა პროფკავშირებს და რეკომენდაცია გაუწია, რომ ორგანიზებული შრომა აღიარებული ყოფილიყო პოლიტიკოსების მიერ. [9] ევროპაში ბევრი კორპორატალისტთა კავშირი მხარდაჭერილი იქნა კათოლიკური ეკლესიის მიერ, რათ გამოეყენებინათ იგი ანარქისტულ, მარქსისტულ და სხვა რადიკალურ კავშირებთან შესაწინააღმდეგებლად, რის გამოც კორპორატალისტთა გაერთიანებები საკმაოდ კონსერვატიული ხასიათის იყვნენ თავიანთ რადიკალურ კონკურენტებთან შედარებით. [10] კათოლიკე კორპორატისტული სახელმწიფოა ავსტრია ფედერალური კანცლერ ენგელბერტ დოლფუსისა და ეკვადორი გარსია მორნოს ხელმძღვანელობით. Rerum Novarum-ის ეკონომიკურმა ხედვამ გავლენა მოახდინა ხუან პერონსა და პერონიზმზე.[11][12][13] 1890-იანი წლების კათოლიკური კორპორატივიზმის საპასუხოდ, პროტესტანტული კორპორატივიზმი განვითარდა, განსაკუთრებით გერმანიაში, ნიდერლანდებსა და სკანდინავიაში.[14] ამასთან, პროტესტანტულმა კორპორატივიზმა გაცილებით ნაკლები წარმატება მიაღწია მთავრობების მხრიდან დახმარების მიღებაში, ვიდრე ეს მოახერხა მისმა კათოლიკურმა კოლეგამ.[15]

პოლიტიკა და პოლიტიკური ეკონომიკა რედაქტირება

კომუნისტური კორპორატივიზმი რედაქტირება

 
პლატონი (მარცხნივ) და არისტოტელე (მარჯვნივ)

ძველ საბერძნეთში განვითარდა კორპორატივიზმის ადრეული ცნებები. პლატონმა შეიმუშავა კლასებისა და ბუნებრივი სოციალური იერარქიების ტოტალიტარული და კომუნისტური კორპორატივისტური სისტემის კონცეფცია, რომელიც ორგანიზებული იყო შესაბამისი ფუნქციების საფუძველზე, ისე, რომ არსებული ჯგუფები ითანამშრომლებდნენ სოციალური ჰარმონიის მისაღწევად კოლექტიური ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო ინდივიდუალური ინტერესების უარყოფილი იქნებოდა. [6]

პოლიტიკაში, არისტოტელე აღწერს საზოგადოებას, როგორც ბუნებრივ კლასებად და ფუნქციურ რგოლებად დაყოფილს, რომელსაც აქვს შესაბამისი მიზნები. რნიშნული რგოლები შეიძლება იყვნენ მღვდლები, მმართველები, მონები და მეომრები. [1] ძველმა რომმა კორპორატივიზმის ბერძნული ცნებები გადაიღო კორპორატივიზმის საკუთარ ვერსიაში, მაგრამ მან ასევე დაამატა პოლიტიკური წარმომადგენლობის კონცეფცია, იმ ფუნქციების საფუძველზე, რომლითაც შესაბამისი რგოლები გარკვეულ ფუნქციებს წარმოადგენდნენ. ესენი იყვნენ: სამხედრო, პროფესიონალური და რელიგიური ჯგუფები. მათ შექმნეს ინსტიტუტები თითოეული ჯგუფისთვის, რომლებიც ცნობილია კოლეგიოსებად. [1] (ლათ. collegia). იხილეთ კოლეგიუმი (ძველი რომი).

აბსოლუტური კორპორატივიზმი რედაქტირება

გვიან შუა საუკუნეებში აბსოლუტური მონარქები თანდათანობით დაქვემდებარდნენ კორპორატიულ სისტემებსა და კორპორატიულ ჯგუფებს, ცენტრალიზებული და აბსოლუტური ხელისუფლების უფლებამოსილებას, რის შედეგადაც კორპორატივიზმი გამოყენებული იქნა სოციალური იერარქიის აღსრულებისთვის. [1]

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, არსებული აბსოლუტური კორპორატიალისტური სისტემა გაუქმდა იმის გამო, რომ იგი მხარს უჭერდა სოციალურ იერარქიას და განსაკუთრებულ „კორპორატიულ პრივილეგიას“ რომის კათოლიკური ეკლესიისთვის. საფრანგეთის ახალმა მთავრობამ კორპორატივიზმის აქცენტები ჯგუფების უფლებებზე დაიყვანა და აღნიშნავდა რომ მის განვითარებას ხელს უშლიდა ინდივიდუალური უფლებების ხელშეწყობის პოლიტიკა. შემდგომში კორპორატიული სისტემები და კორპორატიული პრივილეგია გაუქმდა საფრანგეთის რევოლუციის საპასუხოდ. [1] 1789 წლიდან 1850-იან წლებამდე, კორპორატივიზმის მომხრეების უმრავლესობა რეაქციონერები იყვნენ. [1] რიგი რეაქტიული კორპორალისტების ამ მიდგომას მიიჩნევდნენ ლიბერალური კაპიტალიზმის დასრულების საშუალებად რათა აღედგინათ ფეოდალური სისტემა. [16]

პროგრესული კორპორატივიზმი რედაქტირება

1850-იანი წლებიდან მოყოლებული, პროგრესული კორპორატივიზმი ვითარდებოდა კლასიკური ლიბერალიზმისა და მარქსიზმის საპასუხოდ. [1] სწორედ ამ კორპორატივისტებმა მხარი დაუჭირეს ჯგუფების უფლებებს მინიჭებას საშუალო კლასებისა და სამუშაო კლასების წევრებისათვის, კლასებს შორის თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. ეს ყველაფერი კი ეწინააღმდეგებოდა კლასობრივი კონფლიქტის მარქსისტულ კონცეფციას. 1870-იან და 1880-იანი წლებისთვის კორპორატივიზმმა ევროპაში აღორძინება განიცადა მშრომელთა პროფკავშირების შექმნით, რომლებიც ემსახურებოდნენ დამსაქმებლებთან მოლაპარაკებებს. [1]

კორპორატიული სოლიდარობა რედაქტირება

 
ემილ დიურკემი

სოციოლოგი ემილ დურკემი მხარს უჭერდა კორპორატივიზმის ფორმას, რომელსაც ეწოდება „სოლიდარობა“. იგი საზოგადოების ორგანული სოციალური სოლიდარობის შექმნას ემსახურებოდა ფუნქციური წარმომადგენლობის გზით. [17] სოლიდარიზმი ემყარება დიურკემის მოსაზრებას, რომ ადამიანური საზოგადოების, როგორც კოლექტივის დინამიკა, ინდივიდისგან განსხვავდება. ამ საზოგადოებაში არის ის, რაც ინდივიდებზე წინ აყენებს მათ კულტურულ და სოციალურ ატრიბუტებს. [18]

დიურკემი ამტკიცებს, რომ სოლიდარობა შეცვლის შრომის დანაწევრებას. მას მექანიკური სოლიდარობიდან ორგანულ სოლიდარობად გარდაქმნის. მას მიაჩნდა, რომ შრომის არსებული ინდუსტრიული კაპიტალისტური დაყოფა განაპირობებს „იურიდიულ და მორალურ ანომიას “, რომელსაც არ გააჩნდა ნორმები ან შეთანხმებული პროცედურები კონფლიქტების მოსაგვარებლად, რის შედეგადაც ხდება ქრონიკული დაპირისპირება დამსაქმებლებსა და პროფკავშირებს შორის. [17] დიურკემი თვლიდა, რომ ამ ანომიამ გამოიწვია სოციალური დისლოკაცია და გააჩინა გრძნობა, რომ „ეს არის უძლიერესის კანონი, სადაც ყველაზე ძლიერი განაგებს ყველაფერს. აქ დახურული ან მწვავე ქრონიკული ომი თანმდევ პროცესად იქცევა“. შესაბამისად, დიურკემმა მიიჩნია, რომ საზოგადოების წევრების მორალური ვალდებულებაა დასრულდეს ეს სიტუაცია, შეიქმნას მორალური, ორგანული სოლიდარობა, რომელიც ემყარება პროფესიებს ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში.[19]

ლიბერალური კორპორატივიზმი რედაქტირება

 
ჯონ სტიუარტ მილი

ლიბერალური კორპორატივიზმის იდეა აგრეთვე მიეწერება ინგლისელ ლიბერალურ ფილოსოფოს ჯონ სტიუარტ მილს, რომელიც განიხილავდა კორპორატისტთა მსგავს ეკონომიკურ გაერთიანებებს, რადგან საზოგადოებაში „გაბატონებაა“ საჭირო მშრომელთა თანასწორობის პირობების შესაქმნელად და ეკონომიკური დემოკრატიით მენეჯმენტზე გავლენის მოსახდენად. [20] კორპორატივიზმის ზოგიერთი სხვა ტიპისგან განსხვავებით, ლიბერალური კორპორატივიზმი არ უარყოფს კაპიტალიზმს ან ინდივიდუალიზმს, მაგრამ თვლის, რომ კაპიტალისტური კომპანიები არიან სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც მათ მენეჯერებს უნდა სთხოვდნენ გააკეთონ მეტი, ვიდრე წმინდა შემოსავლის მაქსიმალური გაზრდაა. ეს ყველაფერი კი მიიღწევა მათი თანამშრომლების საჭიროებების აღიარებით. [21]

ეს ლიბერალური კორპორატისტული ეთიკა ძლიან ჰგავს ტეილორიზმს, ერთი განსხვავებით: იგი იწონებს კაპიტალისტური კომპანიების დემოკრატიზაციას. ლიბერალური კორპორატორების აზრით, ყველა წევრის ჩართვა მენეჯმენტის არჩევაში, ჰარმონიაში მოდის „ეთიკასა და ეფექტურობასთან, თავისუფლებასა და წესრიგთან, თავისუფლებასა და რაციონალიზმთან“. [21] ლიბერალურმა კორპორატიზმმა შეერთებულ შტატებში მიმდევრების გაჩენა დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს. [1]

ლიბერალური კორპორატივიზმი იყო პროგრესივიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტი შეერთებულ შტატებში, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც „ინტერესთა ჯგუფის ლიბერალიზმს“. [1] შეერთებულ შტატებში, ეკონომიკური კორპორატივიზმი, რომელიც მოიცავს კაპიტალთან და შრომასთან თანამშრომლობას, გავლენის მქონე იყო შეერთებული შტატების ახალი გარიგების ეკონომიკურ პროგრამაში 1930-იან წლებში, ასევე კეინზიანიზმისა და თუნდაც ფორდიზმის დროს. [16]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ენციკლოპედიები
სტატიები

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 Wiarda 1997.
  2. Clarke, Paul A. B; Foweraker, Joe. Encyclopedia of democratic thought. London, UK; New York, USA: Routledge, 2001. Pp. 113
  3. Hans Slomp. European politics into the twenty-first century: integration and division. Westport, Connecticut, USA: Praeger Publishers, 2000. Pp. 81
  4. Social Democratic Corporatism and Economic Growth, by Hicks, Alexander. 1988. The Journal of Politics, vol. 50, no. 3, pp. 677-704. 1988.
  5. Bao-Er. China's Neo-traditional Rights of the Child. Blaxland, Australia: Lulu.com, 2006. Pp. 19.
  6. 6.0 6.1 Adler, Franklin Hugh.Italian Industrialists from Liberalism to Fascism: The Political Development of the Industrial Bourgeoisie, 1906–34. Pp. 349
  7. Murchison, Carl Allanmore; Allee, Warder Clyde. A handbook of social psychology, Volume 1. 1967. Pp. 150.
  8. Conwy Lloyd Morgan, Conwy Lloyd. Animal Behaviour. Bibliolife, LLC, 2009. Pp. 14.
  9. Wiarda, Howard J., pp. 37.
  10. Wiarda, Howard J., pp. 38.
  11. Bethell, Leslie (1993) Argentina Since Independence. Cambridge University Press, გვ. 229. 
  12. Rein, Monica (2016) Politics and Education in Argentina, 1946-1962. Routledge. 
  13. Aasmundsen, Hans Geir (2016) Pentecostals, Politics, and Religious Equality in Argentina. BRILL, გვ. 33. 
  14. Wiarda, Howard J., pp. 39.
  15. Wiarda, Howard J., pp. 41.
  16. 16.0 16.1 R. J. Barry Jones. Routledge Encyclopedia of International Political Economy: Entries A-F. Taylor & Frances, 2001. Pp. 243.
  17. 17.0 17.1 Antony Black, pp. 226.
  18. Antony Black, pp. 223.
  19. Antony Black, pp. 226, 228.
  20. Gregg, Samuel. The commercial society: foundations and challenges in a global age. Lanham, USA; Plymouth, UK: Lexington Books, 2007. Pp. 109
  21. 21.0 21.1 Waring, Stephen P. Taylorism Transformed: Scientific Management Theory Since 1945. University of North Carolina Press, 1994. Pp. 193.