კორელა (იგივე ნიმფა, ნიმფა-კორელა, ლათ. Nymphicus hollandicus) — ავსტრალიური წარმოშობის კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი. გავრცელების არეალი — ავსტრალიის კონტინენტი. მათ ახასიათეთ ცხოვრების გუნდური წესი, გააჩნიათ ლაპარაკის ნიჭი. სიგრძე კუდის ჩათვლით — 30-33 სმ., მხოლოდ კუდი — 14-16 სმ., წონა — დაახლოებით 120 გრ. დამახასიათებელი ნიშანია თავზე დიდი ქოჩორი და გრძელი კუდი.

კორელა - ავსტრალიური თუთიყუში

კორელას სუბჯიშები რედაქტირება

  • ალბინოსი თეთრი წითელი თვალებით. ტანი მთლიანად თეთრია, თავი და ფრთები მოყვითალო.
  • თეთრი შავი თვალებით. თუთიყუში მიიღება თეთრი მამალის ნაცრისფერ დედალთან შეჯვარებით.
  • ლუტინო (ყვითელი) წითელი თვალებით. ტანი ყვითელი ფერისაა, ხოლო ფრთებზე აღენიშნება თეთრი ფერის ლაქები. ლოყებზე კაშკაშა ყვითელი ლაქები.
  • ღია ნაცრისფერი. თუთიყუში მიიღება ნაცრისფერი და თეთრი კორელების შეჯვარებით.
  • დარიჩინისფერი. ხშირად ხდება მისი შეჯვარება ლუტინოს სუბჯიშთან, რათა მიღებულ იქნას უფრო მკვეთრი ღია ლაქები.
  • მუქი ყვითელი. მომდინარეობს დარინჩისფერი სუბჯიშისგან.
  • შაკისებრი. აღენიშნებათ თეთრი ფერის თავი, მოთეთრო-მოყვითალო კუდი, ფრთები და ზურგი მონაცრისფრო.
  • შავფრთიანი. გააჩნია ღია ნაცრისფერი შეფერილობა, მხოლოდ ზურგი და ფრთები უფრო მუქი.
  • შავი. თუთიყუში შავი და ნაცრისფერია, თავი შედარებით ღია ფერისაა, ფრთეზე აღენიშნება თეთრი ლაქები, როგორც ნაცრისფერ კორელას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება