კორდილიერა-დე-მერიდა

კორდილიერა-დე-მერიდა (ესპ. Cordillera de Mérida) — ქედი ანდებში, ვენესუელის დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კორდილიერების ჩრდილო-აღმოსავლეთ შტოქედი. მასივებისა და ქედების ერთობლიობაა. ვრცელდება ტაჩირის, მერიდის, ბარინასის, ტრუხილიოს, პორტუგესისა და ლარას შტატების ტერიტორიებზე.

კორდილიერა-დე-მერიდა
კორდილიერა-დე-მერიდის, და საერთოდ ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი – ბოლივარის პიკი
კორდილიერა-დე-მერიდის, და საერთოდ ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი – ბოლივარის პიკი
კოორდინატები: 8°40′ ჩ. გ. 71°00′ დ. გ. / 8.667° ჩ. გ. 71.000° დ. გ. / 8.667; -71.000
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
უმაღლესი წერტილი ბოლივარის პიკი
სიმაღლე 4981 
სიგრძე 400 კმ
კორდილიერა-დე-მერიდა — ვენესუელა
კორდილიერა-დე-მერიდა

სიგრძე დაახლოებით 400 კმ, სიმაღლე 4981 მ (ბოლივარის პიკი). აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური გრანიტებით, გნაისებით, ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. ტაჩირის დეპრესია კორდილიერა-მერიდას გამოჰყოფს აღმოსავლეთ კორდილიერებისაგან, რომელიც აყალიბებს საზღვარს ვენესუელასა და კოლუმბიას შორის. სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთები გადაკვეთილია მდინარე ორინოკოს შენაკადების ხეობებით. ჩრდილოეთ ქარპირა კალთები დაფარულია მთის ჰილეით, მშრალი სამხრეთ კალთები და შიგა ხეობები — ქსეროფიტული ბუჩქნარითა და შერეული ტყით. 2800 მ ზევით მაღალი მთის სტეპი და პარამოსია, 4600 მ-ზე მაღლა — მუდმივი თოვლი. ქედზე 5 მყინვარია.

ქედის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს ქალაქი ბარკისიმეტო და მდინარე კოხედესის ზემო წელი. მასივის ცენტრში გაშენებულია ქალაქი მერიდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება