კორდილიერა

მრავალმნიშვნელოვანი
ეს სტატია კუნძულთა ვიწრო მწკრივს ეხება. მსოფლიოს უგრძეს მთათა სისტემის შესახებ იხილეთ კორდილიერები.

კორდილიერა (ესპ. Cordillera - მთაგრეხილი) — კუნძულთა ვიწრო მწკრივი (პატარა, ჩვეულებრივ, კლდოვან კუნძულთა არქიპელაგი), რომელიც ტექტონიკურად გეოანტიკლინური აზევების თხემურ ნაწილს წარმოადგენს. ჩნდება გეოსინკლინის განვითარების საწყის სტადიაზე და მაქსიმალურ გავრცელებას აღწევს მისი მოწიფულობის პერიოდში.

ფიქრობენ, რომ კორდილიერები განაპირობებენ გეოსინკლინში ფლიშურ ნალექთდაგროვებას. ოროგენულ ეტაპზე, გეოსინკილინის საერთო აზევების პირობებში, კორდილიერა დამოუკიდებელ ერთეულად აღარ გამოიყოფა და შედის მთათა სისტემაში დიდი ანტიკლინორიუმის სახით.

ლიტერატურა რედაქტირება